ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ქუთაისელი ლექტორის ისტორია

იურისტი, ევროპათმცოდნეობის სპეციალისტი–ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, რაშიც სულ რაღაც 29 წლის ქეთევან კუხიანიძემ დიდი წარმატებას მიაღწია.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გოგონამ გადაწყვიტა, თავისი თავი ცოდნაში გამოეცადა, ყოველდღიური დაუღალავი შრომით თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაეკეთებინა და წარმატებისათვის მიეღწია.

წარმატებამაც არ დააყოვნა. ჯერ სრული დაფინანსებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ ლატვიის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით მაგისტრატურის ხარისხის მოსაპოვებლად ამავე უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისი, როგორც წარმატებული სტუდენტის სახელი და გვარი, არაერთი ქალაქისა თუ უნივერსიტეტის ჟურნალის ფურცლებზე დაწერილა. უცხოეთიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა და კვლავ სწავლა განაგრძო. ახლა ის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტია.

სწავლასთან ერთად ასწავლის, პარალელურად ატარებს პრაქტიკულ ლექციებს, ტრენინგებს სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის.
გთავაზობთ ინტერვიუს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ლექტორთან – ქეთევან კუხიანიძესთან.
როდის გადაწყვიტეთ შეჭიდებოდით ამ რთულ პროფესიას და რა მიღწევები გაქვთ განათლების დარგში?
-პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა მასწავლებლის პროფესია. ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე თავს მასწავლებელის ამპლუაში და ვცდილობდი ჩემი ოჯახის წევრებისთვის იმიტირებული გაკვეთილი ჩამეტარებინა. სკოლაში სწავლების პერიოდში ვცდილობდი ყველა საგანი და მათ შორის უცხო ენები (ინგლისური, რუსული, გერმანული, თურქული) კარგად შემესწავლა. საშუალო საფეხურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე სამართალმცოდნეობის სპეციალისტი გამოვსულიყავი და ჩავირიცხე კიდეც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის განხრით.
უნივერსიტეტში ასევე ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, ვესწრებოდი არაერთ ტრენინგ–სემინარს, მონაწილეობას ვღებულობდი სტუდენტურ–სამეცნიერო კონფერენციებში. ამავე პერიოდში გამოცემული მაქვს ლექსების კრებული.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ლატვიის უნივერსიტეტში ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზეკურსზე 10-მდე ქართველს შორის შევძელი ინგლისურ ენაზე მაგისტრატურა წარჩინებით დამემთავრებინა.
როდესაც ქუთაისში დავბრუნდი, მოვიპოვე ლიცენზია საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის. ამავე პერიოდში დავიწყე მუშაობა იურისტად. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის სკოლის დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმიწვია და სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე აქტიურად მოღვაწეობა ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში.
2014 წლიდან დავიწყე მუშაობა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სამოქალაქო განათლების ტრენერად, სადაც დღემდე ვასწავლი სამოქალაქო განათლებას საჯარო მოხელეებს.
ვგრძნობ, რომ ჩემი ამპლუა ვიპოვე, სადაც შემიძლია არამარტო ლექტორი, არამედ მეგობარიც ვიყო სტუდენტებისთვის და მათ გავუზიარო ჩემი მცირედი გამოცდილება.
როგორ ფიქრობთ, როგორი ლექტორი ხართ?
- ვარ მომთხოვნი. არ მიყვარს, როდესაც სტუდენტი არ არის მოწესრიგებული. თუ ჩემს სემინარზე მოდის სტუდენტი, მან მასალა მაღალ დონეზე უნდა იცოდეს. ეს ყველამ იცის, ამიტომ ყველა მზად მოდის ხოლმე. ყველა ჩართულია,,რაც ჩემთვის საამაყო ფაქტია. სტუდენტებთან რა თქმა უნდა, გახსნილი ვარ. მე არ მახსოვს სტუდენტისთვის რაიმე კითხვა დარჩენილიყოს უპასუხოდ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ახალი მასალის ირგვლივ შეკითხვები არ დარჩეთ და სასწავლო კურსი მაღალ დონეზე აითვისონ.
თქვენთვის იდეალური სტუდენტი როგორია და თუ გვანან ქართველი სტუდენტები ლატვიელ სტუდენტებს?
-სტუდენტი, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენს, ბევრად მეტ წარმატებას მიაღწევს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი სტუდენტი იმეგობრებს წიგნთან და სიახლეებს გაეცნობა, ბევრად წარმატებული იქნება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრ სტუდენტთან მქონია შეხება. საამაყოა ის, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. თუ კი შევადარებთ ლატვიელ და ქართველ სტუდენტებს, ბევრ მსგავსებას დავინახავთ. ორივე შემთხვევაში არ მოსწონთ ლმობიერი დამოკიდებულება და სურთ მეტად დახარჯვა და უმაღლესი ხარისხის განათლების მიღება.
როგორი უნდა იყოს ლექტორი სტუდენთან რომ ჰქონდეს იდეალური ურთიერთობა, როგორც საქმიანი, ისე მეგობრული?
- ჩემთვის ძალიან დასაფასებელია ყველა ის ლექტორი, რომელიც მე მასწავლიდა და ვცდილობ, მათგან ბევრი დადებითი თვისება გადმოვიღო. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ლექტორი პირველ რიგში უნდა იყოს თავის საქმის პროფესიონალი, უნდა იყოს მომთხოვნი და მუდამ მზად თვითგანვითარებისთვის. მე თითოეულ მათგანს მეგობრულად ვუდგები და ვუყურებ, როგორც ჩემს მომავალ კოლეგას.
როგორია თქვენი მეთოდები, რაიმე კონკრეტულ გეგმას მიყვებით თუ ყოველწლიურად ნერგავთ სიახლეებს სწავლებაში?
-თითოეული სასწავლო კურსი სწავლების განსხვავებულ მეთოდს მოითხოვს. მიმაჩნია, რომ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი წარმატებულად წარიმართოს, აუცილებელია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, დისკუსიისა და დებატების წარმართვა, იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარება, პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება და ა.შ, რასაც ყოველ წელიწადს წარმატებით ვახორციელებ სტუდენტებთან ერთად.
თქვენი პირველი სემინარი რომ გაიხსენოთ....
–რამდენადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამომიცხადა ნდობა, ამისთვის მე შინაგანად მზად ვიყავი. როდესაც ლატვიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ყოველ კვირაში ფართო აუდიტორიის წინაშე გვიწევდა გამოსვლა და მოხსენების გაკეთება. შესაბამისად აუდიტორიასთან მუშაობა ჩვეულებრივი ფაქტი იყო ჩემთვის. სემინარებზეც სტუდენტების მხრიდან თავიდანვე ვიგრძენი გახსნა და ინტერესი, რაც ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას მიქმნიდა. ამიტომ არ მქონია შიში და უხერხულობის შეგრძნება.
გვიამბეთ თქვენს საქმიან ვიზიტებზე უცხოეთში.
- მიღებული მაქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში. ერთ-ერთი ბოლო კონფერენცია 2014 წელს ლატვიის უნივერსიტეტისა და ევროკავშირის ორგანიზებით განხორციელდა. აღნიშნულ კონფერენციაზე ლატვიის უნივერსიტეტმა მიმიწვია, რათა წარვმდგარიყავი მოხსენებით: "აღმოსავლეთ პარტნიორობა: რეალობა და გამოწვევები საქართველოსთვის". კონფერენციის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და თავიანთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც პირადად შევხვდი ევროპული საბჭოს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეებს.
დოქტორანტურაში სწავლების პერიოდში გავლილი მაქვს სტაჟირება გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში. მაქსპლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და სისხლის სამართლის კვლევით ინსტიტუტში.
რამდენად გასხვავდება ერთანეთისგან ქეთევანი სამსახურში და მის გარეთ?
-ვფიქრობ არ განვსხვავდები. ვარ გახსნილი, უშუალო ურთიერთობაში და ყოველთვის ვცდილობ გვერდით დავუდგე იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ძალიან საჭიროებენ.
ახალგაზრდა ლექტორის პროფესიონალიზმსა და სტუდენტებთან უშუალო დამოკიდებულებაზე საუბრობენ ქეთევან კუხიანიძის სტუდენტებიც.
„ქეთევან კუხიანიძე ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ენერგიული, მიზანდასახული და საკმაოდ წარმატებული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლექტორი ფლობს მაღალი დონის განათლებასა და შეუძლია მისი ცოდნა სტუდენტებს გაუზიაროს,“– აცხადებს საჯარო მმართველობის სტუდენტი თამუნა კეზევაძე.
„მე მასწავლიდა და ძალიან კარგი ლექტორია, განათლებული და ძალიან შრომისმოყვარე. ყოველთვის საინტერესო სემინარებს წარმართავდა, რაც დიდ ინტერესს იწვევდა ჩვენი სტუდენტების მხრიდან. მეცადინეობებზე იმართებოდა დისკუსია, სტუდენტები სრულად ჩართულები ვიყავით სემინარების პროცესში. გამოვთქვამდით საკუთარ აზრს ამა თუ იმ თემის შესახებ. პირადად ჩემთვის ქალბატონი ქეთევანი დადებითად მისაღები და მისაბაძი პიროვნებაა,“ – აცხადებს სტუდენტი მათე ქარქაშაძე.
„ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო და მისაბაძი ლექტორია. ძალიან მეგობრული და განათლებული. სწავლების მეთოდი ინდივიდუალური აქვს და ალბათ სწორედ ეს გამოარჩევს სხვა ლექტორებისგან. უფრო მეტად ითვალისწინებს სტუდენტების აზრს,“ – ამბობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მანჩო ხაჭაპურიძე.
„ქალბატონი ქეთევანი ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველაზე კარგად იცის როგორ უნდა მიუდგეს სტუდენტებს იმისათვის, რომ სალექციო თუ სასემინარო საათი ყოველთვის დასამახსოვრებელი იყოს. მას ყველაზე თანამედროვე და საინტერესო სასწავლო მეთოდები აქვს შემუშავებული აუდიტორიასთან მუშაობისას. თავის საქმის უზომო პროფესიონალი და ღირსეული პიროვნებაა,“–განაცხადა საჯარო მმართველობის სტუდენტმა ბექა კუტივაძემ.
მარუსა ხურციძე