Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით',– ვერა ბედინაშვილი

თარიღი : 8-05-2016, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი კლინიკა ,,შალინის“ დამფუძნებელი და დირექტორი ვერა ბედინაშვილია. კლინიკა 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნა, თუმცა დამფუძნებელს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიით ექიმი, რომელიც დოქტორის ხარისხის დასაცავად ემზადებოდა, აღნიშნულ სფეროში შემთხვევით აღმოჩნდა. როგორც თავად ვერა ბედინაშვილი ამბობს, სადოქტორო თემაზე მუშაობის პროცესში დაემართა ალერგია, რომლის მკურნალობაც 6 თვე გაგრძელდა და ამ პერიოდში დეპრესიისგან თავის დასაღწევად კოსმეტოლოგიის შესწავლა დაიწყო. შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ ეს იყო სფერო, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდა და რომელში მუშაობის გაგრძელებაც სურდა.

,,სიღრმისეულად კოსმეტოლოგია უცხოეთში შევისწავლე. ასევე, გავიარე სწავლება საქართველოშიც. მაქვს კონტაქტი უცხოელ ტრენერებთან, რომელთა ურთიერთობიდან მიღებულ გამოცდილებას ვნერგავ კლინიკაში,“-განაცხადა ვერა ბედინაშვილმა.

ვერა ბედინაშვილი ასევე არის საქართველოს ბიზნეს ფედერაციის წევრი. მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებიც ბენეფიციარებს ეხმარებოდნენ კოსმეტოლოგია-სტილისტის კურსების გავლასა და დასაქმებაში. ეწევა საგნამანათლებლო საქმიანობას კოლეჯში, სადაც ასწავლის ზოგად ბიოლოგიას. აქვს სამკერვალო და ჰქონდა სალონი, რომელიც კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო დახურა.
ვერა ბედინაშვილის თქმით, კოსმეტოლოგობა არის მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა. თუმცა ამასთანავე დასძენს, რომ ეს არის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს და არსებობდეს მონიტორინგი.

„წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს გამოცდები ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის და ამის მიხედვით ეძლეოდეთ სერტიფიკატი და მუშაობის უფლებაც,“ – აცხადებს ვერა ბედინაშვილი.

ვერა ბედინაშვილი წუხს, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით ქუთაისში, ბევრი დაუსაქმებელი ადამიანია. ამის მიზეზად და იმას თვლის, რომ ახალგაზრდები არ ცდილობენ განვითარდნენ, ისწავლონ თუნდაც ხელობა, გამოადგნენ ქვეყანასაც და ოჯახებსაც.

,,ჩემს სფეროში საკმაოდ ბევრი ექსკლუზივი მაქვს, რომლებიც არ დამიპატენტებია. ყველა მოსწავლეს განსხვავებული მეთოდით ვასწავლიდი და 70–ზე მეტი მაინც მყოლია. ამჟამად ვმუშაობ ადამიანის ფიბრინოგენიდან ფულერის დამზადებაზე. სავარაუდოდ ზაფხულში დავამთავრებ მუშაობას და ამას აუცილებლად დავაპატენტებ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რადგანაც ეს არის ქალისთვის არაჩვეულებრივი ბიზნესი- ხარ თვითდაჯერებული, დამოუკიდებელი, ნერვიულობის ფონი მინიმუმადეა დაყვანილი, შემოსავალი მაქსიმალურია და რაც მთავარია, მუდმივად ფორმაში ხარ,“-განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ვერა ბედინაშვილმა.

ვერა ბედინაშვილის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო - საპატრიარქოს კლინიკაში ვმუშაობდი კონსულტაციის ექიმად.

პირველი ხელფასი იყო 550 ლარი, 2002 წელს და ეს იყო იმ დროისთვის ძალიან მაღალი თანხა.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - ისევ სამედიცინოზე ჩავაბარებდი, რადგან ეს საკმაოდ ფართო სფეროა და განვითარებას გავაკეთებდი დერმატოლოგიაში.

სამსახურში მივდივარ 10-ზე და ოფიციალურად სრულდება 7-ზე, თუმცა არაოფიციალურად შეიძლება გაგრძელდეს გვიანობამდე.

სამსახურში დღეს ვიწყებ - ყავით, მოფხიზლებით და შემდეგ საქმით. თუმცა მანამდე ვიწყებ ლოცვით და ღმერთისთვის მადლობის გადახდით.

როცა პენსიაზე ვიქნები - პენსიაზე ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია. მუდმივად აქტიურად ვარ და სიახლეების ძიებაში. შეიძლება მქონდეს საბავშვო ბაღი.

ყველაზე მეტად მეშინია ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანო.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა -ყველაფერი, რაც მინდოდა, გავაკეთე. მთავარია მიზანი დაისახო და არაფერი გადაულახავი არ არსებობს.

კარიერის მისაღწევად საჭიროა მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას და შრომა.

საყვარელი სადღეგრძელო-ძალიან მიყვარს ჩვენი კერძები, ტრადიციებიც მომწონს, მაგრამ არ მომწონს გადამეტებული ღრეობა. ყველა სადღეგრძელო მიყვარს, რაც გულიდანაა წამოსული და არაა განყენებული.

ინფორმაციას ვიღებ-ბეჭდური მედიით. კომპიუტერთან ხშირად ყოფნას ვერ ვახერხებ.

ახლა ვკითხულობ-ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურას, მხატვრულისთვის დრო ნაკლებად მრჩება.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი -საქართველო.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ
სამსახურში, რადგან ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

საყვარელი სპორტის სახეობა- სპორტი ძალიან მიყვარს, მეც ვვარჯიშობდი. ძალიან მიყვარს ცურვა.

საყვარელი სპორტსმენი- ყველა წარმატებული სპორტსმენი მომწონს და მეამაყება.

საყვარელი ფილმი - არ მიყვარს ფილმები, არც ტყელევიზორის ყურება, რადგან ნაკლებად მაქვს უქმად დასაკარგი დრო, თანაც ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს გაჩერება არ შემიძლია.


ნანახია: 1392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით ბიზნესმენი ახლო ხედით. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი