იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, შესაძლოა, გიორგი ვაშაძესთან ითანამშრომლოს

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრთან, გიორგი ვაშაძესთან ითანამშრომლოს.
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, მაქაცარია 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების სიაში ჩასმას ელოდა, უარის მიღების შემდეგ კი ვაშაძესთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
topnews.com.ge მაქაცარიას დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა ის ვაშაძეს წარმატებებს უსურვებს.
"ბატონ გიორგის წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მე მასთან თანამშრომლობას არ ვგეგმავ. 10 წელია "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. სიაში ვიცი რომ არ ვიქნები, არც მაჟორიტარად მოვიაზრები,"- აცხადებს ლაშა მაქაცარია.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მაქაცარია იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას 2009-2012 წლებში იკავებდა.