Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პოლიტიკოსი ტრიბუნის მიღმა',-თემურ ცამციშვილი

თარიღი : 7-05-2016, 16:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„პოლიტიკოსი ტრიბუნის მიღმა“ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ახალი რუბრიკაა. რუბრიკის სტუმრები ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც ისაუბრებენ ყველაფერზე-პოლიტიკის გარდა.

აღნიშნული რუბრიკის საშუალებით ყველასთვის კარგად ნაცნობ სახეებს გავიცნობთ იმ კუთხით, რომლითაც ისინი საზოგადოების წინაშე თითქმის არასდროს ჩანან. შევიტყობთ მათ ჰობზე, საყვარელ ადამიანებზე, ბავშვობის თავგადასავლებსა და შიშებზე.


რუბრიკის პირველი სტუმარი „ახალი პოლიტიკური პარტია-გირჩის“ იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილია.

დავიწყოთ შენი ბავშვბობით, როგორი ბავშვი იყავი,რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება?
-როგორც ყველა ჩემი თაობის ადამიანს, მეც ძალიან ცუდ პერიოდში მომიწია ღრმა ბავშვობა. იყო უშუქობა, გაჭირვება. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი. ვთამაშობდი კიდეც. დედას ძალით დავყავდი მუსიკალურში, ძალით დამამთავრებინა შვიდწლედი, თუმცა პარალელურად მე და მამა ვახერხებდით, რომ გავპარულიყავით ფეხბურთზე და ცალკე იქაც მევლო. სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა ფრიადოსანი-არა. ჩემი კლასელების 80%-თან ახლაც ვმეგობრობ. ხშირდ მიწევდა თამადობა მათ სუფრებზე, თუმცა ამ ბოლო დროს თამადობისგან თავს ვიძვრენ.

პატარაობაში ვიყავი ძალიან ცელქი. ამის მაგალითი სახეზეა -სახლში გატეხილი რამდენიმე ძვირფასი ნივთი. მე-4 სართულის ფანჯრიდან მიყვარდა ყველაფრის გადაყრა. ქილებს ვყრიდი როგორც მიყვებიან და როცა სახლში ვიყავი, მეზობლები ფრთხილად იყვნენ, რომ რაიმე არ დაცემოდათ თავში.

ვინ გინდოდა გამოსულიყავი, როცა პატარა იყავი?
-სულ პატარა როცა ვიყავი, მინდოდა, რომ კოსმონავტი გამოვსულიყავი. ბაბუას ძალიან უყვარდა ეს და სულ მიყვებოდა იური გაგარინზე და მთვარეზე გაფრენაზე. სათამაშოებიც მქონდა, რომლითაც თვითმფრინავებს ვაწყობდი. შემდეგ მთელი ცხოვრება ფეხბურთელობა მინდოდა, თუმცა მის უპერსპექტივობას მისი სირთულეც ემატებოდა და სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა.

თუ არის რაიმე, რისიც ყველაზე მეტად გეშინია?
-ბავშვობაში მიწისძვრის მეშინოდა და ეს შიშიც ბაბუამ დამაძლევინა. რამდენიმე მიწისძვრის დროს, როცა მთელი ოჯახი გარბოდა, სახლში მე და ბაბუა ვრჩებოდით ხოლმე ძალიან მშვიდად. როცა შევხედე, რომ ყველანი კარგად ვიყავით, მათ შორიც ჩვენც, სახლში აღარ მეშინოდა.

როგორ ფიქრობ, 7 წლის თემურსა და 29 წლის თემურს შორის ბევრი განსხვავებაა?
-ყოველთვის ვცდილობ ძირითადი ფასეულობები უცვლელი დავტოვო, თუმცა შეცვლა შენდაუნებურად გიწევს. შეიძლება აღარ ვიყო ისეთი ლაღი, გულწრფელი, თავისუფალი, როგორც ბავშვობაში. არიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ისეთი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ. მომავალში თუკი რაიმე რადიკალური ცვლილებები მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ვეცდები, რომ არ შემცვალოს გარემოებებმა.

როდის შეუყვარდა თემურს პირველად?

-პირველად შემიყვარდა და მის მერე არც მყვარებია, ჰუმანიტარულ ლიცეუმში. ნუ მე მიყვარდა, მან არც კი იცოდა ეს. აგერ 29 წლის ვარ და ისეთი ურთიერთობა, რომ ორმხრივად მყვარებოდა ვინმე, არ ყოფილა.

ადამიანი, რომლისგანაც ყველაზე მეტს სწავლობ.

-ჩემთვის ყველაზე საყვარელი პოლიტიკოსი - ჯონ ფიცჯერალდ კენედია, რომლის ბიოგრაფიაც ძალიან კარგად ვიცი და ვთვლი, რომ ეს იყო არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ნათელი წერტილი. ვთვლი, რომ კენედი იყო ისეთივე კარგი პიროვნული თვისებების მატარებელი, როგორიც ის ჩანდა ეკრანებზე და არ არსებობდა ბნელი მხარე, რომელზეც საუბრობენ.

გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.

-ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ჩემი ცხოვრების მთავარ პრინციპს-პატიოსნებას შეეხნენ, როდესაც ქუთაისის მერიაში მუშაობის დროს სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას მაბრალებდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ეს არ სჯეროდათ, თუმცა ეს იყო მაინც ყველაზე რთული, როცა მაბრალებდნენ იმას, რაზეც არც კი მიფიქრია.

როგორ ფიქრობ, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?

-არ ვიცი, ალბათ ვინმე ჩვეულებრივი, ერთგული ჯარისკაცი სადღაც შუასაუკუნეებში. გვარი ისეთი მაქვს თავადი ვერ ვიქნებოდი.

როდის გადაწყვიტე პოლიტიკოსობა?
-ყოველთვის მიზიდავდა ეს საქმე. ადამიანები, რომლებიც ჩემთვის იდეალები არიან, პოლიტიკოსები არიან, ამანაც გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე. ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, არიან ძალიან ბინძური ადამიანები და მიზნად დავისახე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნო, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს, რომ პოლიტიკაშიც შეიძლება აკეთო კარგი საქმე, ეს არის უბრალოდ ბერკეტი შენს ხელში კარგი საქმის კეთებისთვის.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2992-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
გოგი ხაზარაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ამინდი