'ცოცხალი წიგნების' მობილური ჯგუფი ვანს ესტუმრა
თარიღი : 7-05-2016, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ვანის გურამ ბზვანელის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში პროექტ „ცოცხალი წიგნები“-ს მობილურმა ჯგუფმა მსმენელებთან შეხვედრა გამართა და საკუთარი შემოქმედება გააცნო.
პროექტი "ცოცხალი წიგნები", რომლის პრეზენტაციაც 2015 წლის 14 აპრილს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა, ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ეწყობა პოეზიის საღამოები, იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
ვანის მუნიციპალიტეტს პროექტის მობილური ჯგუფი უკვე მეორე წელია სტუმრობს და როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც მომავალი თაობების ლიტერატურით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.