Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიოში აღირებული ქართველი მეცო-სოპრანო ქუთაისში ჩამოდის

თარიღი : 7-05-2016, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
20 მაისს, ქუთაისის მერიის მოწვევით და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის- „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება. ქუთაისელ მსმენელს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი conceptart მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარმოუდგენს.

“Cross Over the World” პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა. 20 მაისს დაგეგმილი მუსიკალური პროექტის მონაწილეა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით. სოლისტები: აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი მესაყვირე დავით შამანაური. შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოებების ორიგინალური საორკესტრო ვერსიები, რომელთა ავტორიც ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ.

პროექტის მხარდამჭერია - სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003“


ნანახია: 610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საიუბილეო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
17 დან 20 მაისის ჩათვლით ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე გაიმართება.
საერთაშორისო ფესტივალ 'ქარავან არტ ფორუმი 2016'-ის ფარგლებში ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში კედლები მოიხატა.
მომღერალმა მსმენელს თავი სატელევიზიო მუსიკალური პროექტებიდან, არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინშიც დაამახსოვრა, სადაც მას დიდი
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ პროგრამას წარმოადგენენ მსკ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.

ამინდი