ჭიათურაში ომის ვეტერანები ფულად შემწეობებს მიიღებენ
თარიღი : 7-05-2016, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და 9 მაისს ეპატიჟება დღესასწაულზე.
9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ჭიათურაში 12:00-სთ-ზე, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობით ( დ.ცხოვრებაძის ქუჩა, მემორიალის დასახლება) დაიწყება. ამის შემდეგ 13:00-სთ-ზე, კულტურის ცენტრის ფოიეში ომის ამსახველი საბრძოლო ნივთებისა და ფოტო მასალების გამოფენა მოეწყობა. ასევე, 13:00-სთ-ზეა დაგეგმილი ომის ვეტერანებისთვის საზეიმო კონცერტი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 71-წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება დაწესდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითოეული ვეტერანი 500 ლარს მიიღებს.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. შრომის კოდექსით 9 მაისი უქმე დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.