ქუთაისში გაზის მილი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავს, 'დასკოჩეს'
თარიღი : 7-05-2016, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე #20 კორპუსში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ. რამდენიმე კვირაა, რაც აღნიშნული კორპუსის პირველ სადარბაზოში გაზის მილიდან ბუნებრივი აირი ჟონვს, თუმცა კორპუსში მცხოვრებლების თქმით, მათ კომპანია"სოკარ გაზში" ყურადღებას არ აქცევენ.
კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ 3 კვირის წინ, ცხელ ხაზზ "114"-ზე დარეკეს, გამოძახებაზე მისულმა ჯგუფებმა კი გაზის მილი ე.წ.წებოვანი ლენტით "დასკოჩეს".
"ასეთი არაფერი გვინახავს, სადარბაზოში საშინელი გაზის სუნი დგას, ვითხოვთ დახმარებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. 3 კვირის წინ გამოვიძახეთ გაზებიდან ხალხი, მოვიდნენ და მილი, რომლიდანაც გაზი ჟონავდა, "დასკოჩეს". ვინმეს თუ უნახავს დასკოჩილი გაზის მილი, არ ვიცი,"- აცხადებენ ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები.