10 მაისს ქუთაისში გოჩა ჭაბუკაიძის ტურნე გაიმართება
თარიღი : 7-05-2016, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

საპროდიუსერო კომპანია „ორიელის“ ორგანიზებით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძეს სოლო კონცერტები გაიმართება.
მომღერალმა მსმენელს თავი სატელევიზიო მუსიკალური პროექტებიდან, არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინშიც დაამახსოვრა, სადაც მას დიდი წარმატება ხვდა წილად.
ქართველი მოსახლეობის დიდი ინტერესის გამო დაიგეგმა ტურნე, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.
კონცერტი გაჯერებულია სხვადასხვა საინტერესო ნომრით. ღონისძიებაში ჩართული არიან პოეტები და სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები. ქუთაისში კონცერტი 10 მაისს, 19:00 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
ღონისძიებაში ჩართულები არიან:პოეტები- ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი, მომღერალი ნუკრი მენთეშაშვილი და მოცეკვავე გიორგი ბეღელაძე.