"ხონელობა 2016"-ხონმა რაიონის დღესასწაული აღნიშნა
თარიღი : 6-05-2016, 19:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტში "ხონელობა" აღნიშნეს. მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები დილიდან, ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვალო-ლოცვით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა. მოგვიანებით კი სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეჟისორ ნანა მჭედლიძის საფლავს პატივი მიაგეს.
"ხონელობას" მიეძღვნა კულტურული და სპორტული ღინისძიებები, რომელიც ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. ასევე, დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი იყო ყვავილების, ყველის, ჩაის გამოფენა-გაყიდვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ეთნოგრაფიული და ტრადიციული გასტრონომიული კუთხე, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებებს ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ სიგელები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებულ ხონელ ახალგაზრდებს.
დღესვე მოეწყო ღია კარის დღე ხონის ისტორიული მუზეუმში, სადაც უძველესი და ძვირფასი ექსპოზიცია საგანგებოდ ამ დღისთვის გამოიფინა. სტუმრებმა მუზეუმის ეზოც დაათვალიერეს, სადაც იმერული ეთნოგრაფიული ექსპონატებია წარმოდგენილი.
"ხონელობასთან" დაკავშირებით საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ წარდგენილ კანდიდატებს შორის სამი საპატიო ხონელი გამოავლინა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძვნებელსა და კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, დამსახურებულ სპორტსმენს, პოეტსა და კოლორიტ ხონელს ამბერკი ტაბიძესა და მსახიობსა და რეჟისორს გიორგი რატიანს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა.