Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს რეგიონებში ტრადიციული მუსიკის შემოქმედებით-საგანმანათლებლო ტურები იმართება

თარიღი : 6-05-2016, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
2016 წლის 1-ლი მაისიდან სტარტი აიღო გოგონათა ანსამბლ "იალონის" პროექტმა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

გოგონათა ანსამბლი „იალონი“ 2009 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი მიზანი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისსა და ხალხური მუსიკის შედარებით უცნობი, ორიგინალური ნიმუშების შესწავლა და პოპულარიზაცია გახლავთ. ამის დასტურია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლები (გამოიცა 2010 წელს) და რვა ხმის საგალობლები - ღმერთი უფალი და აღდგომის ტროპრები (გამოიცა 2011 წელს); აღსანიშნავია, რომ 2013 წელს „იალონმა“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზის სცენაზე, ვაკის სამებისა და ქ. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სრული გალობით ააჟღერა იესო ტკბილის პარაკლისი, ხოლო 2015 წელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი.

2015 წლის 29 აპრილს გუნდმა საეტაპო ფოლკლორული კონცერტი ჩაატარა - თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რომელიც დვდ დისკად გამოიცა (მზადდება აუდიო გამოცემაც).ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ მის საზღვრებს გარეთ გამართულ ტრადიციული მუსიკის საღამოებსა და კონცერტებში.2014-2015 წელს „იალონი“ წარმატებით გამოვიდა პოლონეთში გამართულ ჰაინოვკის მართლმადიდებლური მუსიკის XXXIII საერთაშორისო ფესტივალზე და ლიტვაში,ვილნიუსის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე - „skamba, skamba Kankliai“.2011 წელს გამოიცა „იალონისა“ და გუნდ „ისონის“ მიერ შესრულებული პოლონური საშობაო სიმღერების ალბომი; ჰაინოვკის ფესტივალ-კონკურსის რჩეულ ჩანაწერებში შევიდა „იალონის“ მიერ შესრულებული სამი ქართული საგალობელი.დღეისათვის „იალონის“ რეპერტუარი ქართული ტრადიციული მუსიკის სამივე მიმართულებას - საეკლესიოს, ხალხურსა და ქალაქურს - მოიცავს.

ექვსი თვის მანძილზე გუნდი "იალონი" იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ადგილობრივი გუნდების ჩართულობით ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საგანმანათლებლო მასტერკლასებს ჩაატარებს. ეს პროექტი საქართველოს რეგიონული ფოლკლორული და საეკლესიო გუნდების რამდენიმე წლიანი თხოვნის გათვალისწინებით შედგა. ამ ეტაპზე პროექტის მიხედვით გუნდი ესტუმრება ქუთაისის,ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის, მესტიისა და თელავის რაიონებს.

"იალონის" მიზანია აღნიშნული რეგიონების ფოლკლორულ და საეკლესიო გუნდებთან თანამშრომლობამ მეტად გაააქტიუროს ქვეყნის შიდა კულტურული ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

აღნიშნული პროექტით, გუნდ "იალონის" პირველი შემოქმედებითი გასვლა ქუთაისში 9 მაისს განხორციელდება.გოგონათა გუნდის კონცერტზე, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.


ნანახია: 719-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქართული საგალობლები" საჩხერეში უკვე მეხუთედ ტარდება და წელს ის აკაკის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
Topnews.com.ge ოპერის ახალი ხელმძღვანელის მიერ გავლილ პროფესიული და პირადი გზის შესახებ ინფორმაციას გაგაცნობთ.
ჯგუფი უნიკალურ მუსიკას ასრულებს, რომელიც ჯაზის და ქართული ეთნომუსიკის ნაზავს წარმოადგენს.
საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით იმართება და მასზე
"არტ"-ის სტუმარი მგალობელ-მომღერალი, ქართული ტრადიციული მუსიკის პედაგოგი და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის წევრი ლევან გერსამიაა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი