Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვმორჩილებ შეგონებას-ვიყო სიკეთის მსახური'- ზურაბ რობაქიძის იუბილე თერჯოლაში

თარიღი : 6-05-2016, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
თერჯოლაში, ზურაბ რობაქიძის იუბილე აღინიშნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსსა და თერჯოლის საპატიო მოქალაქეს 85 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო საღამო კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ზურაბ რობაქიძის ოჯახის წევრები, თანაკლასელები, კოლეგები და პაციენტები ესწრებოდნენ.

საღამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ნუგზარ კვაშალმა, ვახტანგ ტატიშვილმა და ზურაბ დოიჯაშვილმა მიიღეს.

,,ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, ზოგი დაწერილი, ზოგი-დაუწერელი, ზოგჯერ პარადოქსულიც შეიძლება იყოს ეს კანონები, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ჩემი ღმერთი მუდამ ჩემთან არის და ვმორჩილებ მის შეგონებას-ვიყო სიკეთის მსახური“-აცხადებს ზურაბ რობაქიძე.

1957 წლიდან ზურაბ რობაქიძე ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დარგში მოღვაწეობს. ასევე, 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ხოლო 2006 წლიდან საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია. ზურაბ რობაქიძე აქტიურად მონაწილეობს უცხოეთში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში პროფესორთა მშვიდობის მსოფლიო აკადემიის მეშვიდე კონგრესის მუშაობაში, რომელზეც იგი მსოფლიო აკადემიის წევრად აირჩიეს.


ნანახია: 623-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისა და
ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა, წარმატებით მოღვაწეობს და აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც თერჯოლის, ასევე
ჩემპიონატი საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძღვნა.
ერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც კულტურის
კონცერტი თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა.
გამგეობის ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი