ზესტაფონში 'ფეროშენადნობთა' ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ

ზესტაფონში "ფეროშენადნობთა" ქარხნის თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს.
როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პროფკავშირებში განუცხადეს, ორშაბათიდან "ფეროშენადნობთა" ქარხანაში დასაქმებული 1 800-ვე ადამიანი გაიფიცება.
პროფკავშირების თქმით, მუშების მთავარი მოთხოვნებია: ინფლაციის პირობებში ხელფასების ავტომატური ინდექსაცია;
წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრა (როგორც წინა კოლექტიურ ხელშეკრულებაში იყო და ინდივიდუალურ კონტრაქტში) 30 სამუშაო დღის ოდენობით და მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირებისათვის დამატებითი 10 კალენდარული დღის ოდენობით.
პროფკავშირებში ამბობენ, რომ მუშების გაფიცვა კომპანიის მიერ 2013 წელს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგია.