Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მემორანდუმი სოციალურად დაუცველებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად

თარიღი : 5-05-2016, 20:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
10-წლიანი თანამშრომლობისა და მრავალი ერთობლივი პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და ტყიბულის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს- „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს ტყიბულში, ხონში,ზუგდიდსა და გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაძლიერებას, ასევე, საბჭოს დაფუძნებას და PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვას. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი 3 ძირითად შედეგზეა ორიენტირებული:

1.გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სოციალურ საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში;

2. შემუშავდეს ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის საჭიროებები და მათი გადაჭრის ინოვაციური მიდგომები;

3.პილოტირებული იქნეს ინოვაციური მიდგომები ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

„წელს პროექტი სოციალურად შეჭირვეული ადამიანების პრობლემების კვლევას ითვალისწინებს და ამ პრობლემების გადაწყვეტაში ჩართულობას უკავშირდება სწორედ ეს მემორანდუმი. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ მუნიციპალიტეტის მზადყოფნას და ვამაყობ, რომ საქართველოში მხოლოდ 4 ქალაქში მოიაზრება ასეთი კვლევები და ერთ-ერთი ტყიბულია. ძალიან პროდუქტიული და ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობა,რომელიც ორიენტირებულია ადამიანების პრობლემების გადაჭრაზე,“-განაცხადა ტყიბული გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ.

ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტს შორის არსებული თანაშრომლობის ფარგლებში, დაფუძნდა მრჩეველთა საბჭო, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში იფუნქციონირებს. ტყიბულში ის 10 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. საბჭოში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს წევრები, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები შედიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საბჭო ტყიბულის მსგავსად, გორსა და ზუგდიდშიც 10-10 წევრისგან შედგება, ხოლო ხონში 8 წევრს აერთიანებს.

„მემოანდუმი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა, ითვალისწინებს თანამშრომლობას სოციალური სერვისების მიწოდებისა და გაუმჯობესების კუთხით, რათა უკეთესი გახდეს პირობები და გარემო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ჩვენ წელს აღვნიშნავთ 10 წლის იუბილეს და მოხარული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება ნაყოფიერად და ამასთაანვე, ყველა მხარე აქტიურად არის ჩართული,“-განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა.

პროექტი- „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“, ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 852-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას განაგრძობს.
'საქართველოში სოციალური სერვისი ერთჯერადი ფულადი დახმარებებით შემოიფარგლება.'
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგია ჩამოყალიბდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიერ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „People in need“-ს („ადამიანი გაჭირვებაში“) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
9750 ლარის ღირებულების პროექტი გამგეობის 30%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ქუთაისში, ოპერის თეატრთან პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს და 'თავისუფალი დემოკრატების' მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და პატიული სიის ათეული
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ამინდი