ქუთაისში 'გვირილობა' სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდა
თარიღი : 5-05-2016, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები

"გვირილობის" დღესასწაული გრძელდება.
ქუთაისის მერიის ორგანიზებით, "SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს ქალაქში განთავსებულ ატრაქციონებზე უმასპინძლეს. ასევე, ყველასთვის უფასოდ მოეწყო საცირკო წარმოდგენები.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა ცისფერყანწელთა ქუჩაზე და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გარდა ანისა, ბერნარდ ნებიერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, ხოლო TBC-გალერეაში ქეთი მელქაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა შედგა.
ცნობისთვის, ქალაქის დღესასწაულის-"გვირილობის" აღსანიშნავად ქუთაისში კვირეული მოეწყო, რომელიც 2 მაისიდან 7 მაისამდე გასტანს.