Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თანამედროვე პოლიტიკა შეუძლებელია რელიგიისგან გამიჯვნის გარეშე'

თარიღი : 5-05-2016, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მამუკა ბერიაშვილმა და გიორგი მაისურაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემას რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართები წარმოადგენდა.

რეგიონული ვორქშოპი პროექტის- ,,სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის" ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას მომხსენებლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისათვის ამავე სახელწიფოს საერო და სასულიერო ხელისუფლებების გამიჯვნას. გიორგი მაისურაძის თქმით, ,,სახელმწიფო არსებობს იმდენად, რამდენადაც ის სეკულარულ პრინციპებზეა დაფუნებული". მისივე თქმით, თანამედროვე პოლიტიკა შეუძლებელია რელიგიისგან გამიჯვნის გარეშე.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებსა და სტუდენტებს შორის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

პროექტი ,,სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით იმართება.

პროექტის მიზანს სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების გამართვა წარმოადგენს. პროექტის მიმდინარეობის 11 თვის მანძილზე, ქუთაისის გარდა, მომხსენებლები საქართველოს სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებშიც გამართავენ შეხვედრებს.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2152-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტი საქართველოს, უკრაინისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებში უმაღლესი საინჟინრო
სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, წერეთლის უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
აღნიშნული პროექტის მიზანს სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა წარმოადგენს.
შეკრებილმა ახალგაზრდებმა მათ პრობლემებზე ისაუბრეს და წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ამინდი