ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტრადიციები 'გვირილობის' დღესასწაულზე
თარიღი : 5-05-2016, 16:27 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, 'გვირილობის' დღესასწაული სახალხო ზეიმით აღინიშნა.
მუხნარის ტყე–პარკში იმერეთის თორმეტმა მუნიციპალიტეტმა შემოქმედებითი ღონისძიებები, ეთნოგრაფიული კუთხე და ტრადიციული სამზარეულო წარმოადგინა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით თავისი კუთხის ტრადიციები წარმოადგინა.

„გვირილობა“-ს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თვმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი, ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორი ჯამბულატ ჯაყელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სახალხო დღესასწაულზე, სხადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებთან ერთად მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა ,,ცხრაჯვარმა“ ქორეოგრაფიული ნომერი, ხოლო ტრიო ,,აისმა“ მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.