იმერეთის ყოფილი გუბერნატორი პაატა ბურჭულაძის ფონდთან თანამშრომლობს

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდთან" თანამშრომლობს.
როგორც მეფარიშვილმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო საააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადა, ის ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში ორგანიზაციულ, ტექნიკურ-მენეჯმენტურ საკითხებს აგვარებს.
" შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთ საქართველოში ტექნიკურ-მენეჯმენტურ სამართლებრივი საკითხებით ვეხმარები ფონდს. როგორ გაგრძელდება ჩემი და ფონდის ურთიერთობა სამომავლოდ ამას ვერ გეტყვით. გამორიცხული ამ ქვეყანაში არაფერია და შესაბამისად, გადაჭრით ვერაფერს გეტყვით,"- განაცხადა მეფარიშვილმა.
დღეს, პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდმა" ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოფისი გახსნა, სადაც მედიამ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი მეფარიშვილიც იხილა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა გასული წლის 22 თებერვალს დატოვა.