ქუთაისის სკოლების მოსწავლეების დაპირისპირება მუხრანის ტყეში
თარიღი : 5-05-2016, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

“გვირილობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში, მუხრანის ტყეში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ქვეით ტურიზმში შეჯიბრი მოეწყო.
ნორჩ ტურისტთა შეკრება-შეჯიბრება ტურიზმის ტექნიკაში-არკადი ჩაკვეტაძის გარდამავალი თასის გათამაშება-ასეთია იმ ღონისძიების სახელწოდება, რომელიც ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ უკვე 15 წელია ტარდება.
მიმდინარე წელს ღონისძიებაში 7 გუნდი ჩაერთო.
გამარჯვებული გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად მონაწილეებს ისეთი დავალებების შესრულება მოუხდათ, როგორიცაა: ზურგჩანთის ჩაწყობა, ჭაობის გადალახვა, ზიგზაგში გასვლა და დაშავებულთა გადაყვანა, კოცონის დანთება და კარვის გაშლა.

პირველ ადგილზე ქუთაისის #21-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი #11 საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი #5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებულებს თასები, დიპლომები და მედლები ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ელისო ქაროსანიძემ გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სასახლის კურატორთან, ია ვერულაშვილთან ერთად გადასცა.
ცნობისთვის, არკადი ჩაკვეტაძე წლების განმავლობაში ნორჩ ტურისტთა სადგურის დირექტორი იყო. ჩაკვეტაძე ასევე, ქუთაისში, ტურიზმის დამსახურებულ მუშაკად ითვლება.

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
თარიღი: 23.04.18
თარიღი: 23.04.18
თარიღი: 09.04.18
ამინდი