ქართული ცეკვისა და სიმღერის საღამო მესხიშვილის თეატრში
თარიღი : 5-05-2016, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, „გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართული ცეკვისა და სიმღერის საღამო გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ქალაქის მერი შოთა მურღულიაც დაესწრო, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა. კონცერტი ქუთაისის მერიამ დააფინანსა და მასზე დასწრება უფასო იყო.