Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერული კერძები, ღვინო და ფოლკლორული ნომრები-ვანი 'გვირილობაზე'

თარიღი : 5-05-2016, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
"გვირილობა" – "თეთრი გვირილის დღე" მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა. შემდეგ ეს დღესასწაული დავიწყებას მიეცა, მაგრამ წლების შემდეგ ისევ აღსდგა "გვირილობა", თავისი ქველმოქმედებრივი შინაარსით.

მიმდინარე წელს „გვირილობის“ აღნიშვნა 3 მაისს ქალაქის მასშტაბით სხვა და სხვა საქველმოქმედო და გასართობი ღონისძიებებით დაიწყო.

დღეს „გვირილობა“ მუხნარის ტყეში გამართული სახალხო ზეიმით გაგრძელდა, სადაც იმერეთის 11- ვე მუნიციპალიტეტთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტიც პატარა ეზოში შემოქმედებითი ღონისძიებით და სამზარეულოთი იყო წარმოდგენილი. აქ ყველა სტუმარს შეეძლო ხელნაკეთი ნივთების,ნაქარგების, ნახატების დათვალიერება-შეძენა და იმერული კერძების და ღვინის დაგემოვნება.
http://topnews.com.ge/photo/news/20160505120853.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160505120954.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160505121125.png


მუხნარის ტყეში ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიებაში სხვა ცნობილ და სახელგანთქმულ შემსრულებლებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტიდან ტრიო „იმერეთი“-ც იღებდა მონაწილეობას

სცენიდან მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას "გვირილობა 2016" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

მუხნარის ტყეში გასართობი და სპორტული აქტივობები, გამოფენები და თეატრალიზებული წარმოდგენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ყოველწლიურად იმართება და მას ათასობით ქართველი და უცხოელი სტუმარი ესწრება.


ნანახია: 958-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'გვირილობა 2016'-ს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის
მუხრანის ტყე-პარკში გამართულ გვირილობის დღესასწაულზე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვეული
ქუთაისში, 'გვირილობის' დღესასწაული სახალხო ზეიმით აღინიშნა.
გვირილობის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, დღეს მუხრანის ტყეში იმერეთის მუნიციპალიტეტების ღონისძიებები მოეწყო.
გივი ჭიჭინაძემ მუხნარის ტყეში იმღერა.
თერჯოლის მხატვრულმა კოლექტივებმა 'იამემ', 'მასპინძელომ' და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა 'იმერეთმა' წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ქუთაისში, ოპერის თეატრთან პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს და 'თავისუფალი დემოკრატების' მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და პატიული სიის ათეული
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ამინდი