ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტრადიცია და შემოქმედებითი ნომრები 'გვირილობაზე 2016'-ზე
თარიღი : 5-05-2016, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მუხრანის ტყე-პარკში გამართულ გვირილობის დღესასწაულზე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვეული სტუმართმოყვარეობით წარმოადგინა თავისი კუთხის, როგორც სამზარეულო,ასევე ორიგინალური სანახაობით დატვირთული შემოქმედება,- ნათქვამია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი,ქუთაისის მერი შოთა მურღულია, უცხოელი სტუმრები და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები. სტუმრებს მასპინძლობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე და გამგებლის მოადგილეები- თემურ ჭუმბურიძე, ლალი კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უწევდნენ.

ჭიათურის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა „ჩანგმა“ და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება. ჭიათურელმა ნორჩმა ფალავნებმა მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ ქართულ ჭიდაობაში და მედლები დაიმსახურეს.

"გვირილობა" – "თეთრი გვირილის დღე" მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა. ქუთაისქალაქობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ქუთაისის ფარგლებს და იმერეთის რეგიონის სახალხო დღესასწაულად იქცა.