ხარაგაულის სტუმართმოყვარეობა 'გვირილობა 2016'-ზე
თარიღი : 5-05-2016, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

,,გვირილობის“ დღესასწაული ქუთაისში სახალხო ზეიმით აღინიშნა. მუხნარის ტყე–პარკში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი, შემოქმედებითი ღონისძიებებით, ეთნოგრაფიული და ტრადიციული გასტრონომიული კუთხით იყო წარმოდგენილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით წარმოადგინა თავისი კუთხის ტრადიციები, როგორც სამზარეულო, ასევე ორიგინალური ხალხური რეწვის ნიმუშები და ხის ნაკეთობები.

მუხნარის ტყეში გასართობი და სპორტული აქტივობები გაიმართა. მოეწყო გამოფენები, თეატრალიზებული სანახაობები. მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. კონცერტზე კიცხის ფოლკლორულმა ანსამბლმა იმერული ხალხური სიმღერები „ჭონა“ და „იმერული სახუმარო“ შეასრულა. ხარაგაულელი სალომე კვირიკაშვილის სიმღერამ „იმერეთო“ ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. ხარაგაულელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ ქართულ ჭიდაობაში.
„გვირილობა 2016“-ს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქუთაისს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სტუმრობდა, ღონისძიებებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია,იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მხარის და ქალაქის სხვა წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
ქუთაის ქალაქობის ეს ტრადიცია, რაც „გვირილობის“ ზეიმს უკავშირდება მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. აქტივობებს იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ასობით ადამიანი ესწრება.