ქუთაისში 5 200 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ერთი დღით შეეზღუდება
თარიღი : 5-05-2016, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები

მიმდინარე წლის 5 მაისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5 200 აბონენტს ქუთაისში. ინფორმაციას ამის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
110/35/6 კვ ქვესადგურში “სათაფლია” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.