Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიმართვა გარემოს დაცვის მინისტრს ქუთაისიდან-იყავით უფრო სერიოზულები

თარიღი : 4-05-2016, 20:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართავს. ბარათაშვილი მათგან, ქუთაისში, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე "არგოს" მშენებლობის საკითხით დაინტერესებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თავის მიმართვას ვერეს ხეობის ტრაგედიის შესახებ გიგლა აგულაშვილის განცხადებას ურთავს.

„არ არის სასურველი ჭალაში, მდინარის ორივე ნაპირზე, გაშენდეს რაიმე, მშენებლობა ამ ტერიტორიაზე ჩვენი სპეციალისტების მიერ არ არის რეკომენდებული.''–გიგლა აგულაშვილი ვერეს ხეობის შესახებ.

"ბატონო გიგლა!

ქუთაისის მერიის ნებართვით, რასაც სააავტომობილო გზების დეპარტამენტიც ეთანხმება, რიონის ხეობაში, ისტორიულ ცენტრში "ოქროს ჩარდახის" სიახლოვეს მიმდინარეობს კაფე-ბარის "არგო" მშენებლობა.

რიონი გაცილებით უფრო მკაცრი და წყალუხვი მდინარეა, ვიდრე-ვერე. პერიოდულად ახასიათებს წყალმოვარდნა, რომლის დროს აღნიშნული ტერიტორია წყლით იფარება.
მიიღეთ ზომები, რომ ვერეს ტრაგედია ქუთაისში არ განმეორდეს. მერიის წარმომადგენელმა კითხვაზე, ვინ აიღებს ტრაგედიის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, ასეთი პასუხი გაგვცა: "ღმერთმა ნუ ქნას!" მერიაში ჯიუტობენ!

იყავით უფრო სერიოზულები და გაამართლეთ სამინისტროს და შესაბამისი დეპარტამენტების არსებობა," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.


ნანახია: 3456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ათჯერ და უფრო მეტჯერ ავუხსენით, რომ კაფე-ბარის მშენებლობა ხელს არაფერს უშლის.'
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
სანამ ქუთაისის მერია 437 წერილის ქარ-ცეცხლშია გახვეული, უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები კი ისტორიული ძეგლის დაცვას ითხოვენ, მანამ
სამუშაოებს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გაეცნო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა გარკვეული პოლიტიკური პირების ინტერესებში შედის.
"ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს.

ამინდი