არაკანონიერი თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა
თარიღი : 4-05-2016, 18:22 | კატეგორია: ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს.
თევზაობა აკრძალულია შემდეგი საშუალებებით: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწავლავი ნივთიერებები.
დეპარტამენტის მონაცემებით, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა მთელი წლის განმავლობაშია დაშვებული, კალმახის გარდა.