Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როკერული ანშლაგი ქუთაისში

თარიღი : 4-05-2016, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში, როკ კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილე ჯგუფებმა პანკ მუსიკა, პოსტპანკი და ალტერნატიული როკი დაუკრეს.

კონცერტი მიწისქვეშ, სკოლა "ლამპარის" დარბაზში ჩატარდა და მასში ხუთი ბენდი მონაწილეობდა.

ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად კონცერტს ჩამოსული ჯგუფებიც- "ზეგ", "დაგდადანი", "Punkmouse", "Medrull" და "მთვარის დაბმელება" შეუერთდნენ. ისინი 400-ზე მეტი მსმენელის წინაშე წარდგნენ.

"გუშინ ერთ-ერთი ქართული ჯგუფის ვოკალისტის სტატუსი დაწერა, რომ "პანკთაუნში "ხვალ ყველანი ერთად მივდივართო". რეალურად ასეთი იმიჯი აქვს ქუთაისს. აქ საოცარი მსმენელია. მთავარია, ცნობილი ჯგუფები უფრე მეტად ჩამოვიდნენ, მსმენელი კი დღეს იმდენია, ფაქტობრივად ვერ ვატევთ,"-განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გოგა ჟორჟოლიანმა.

კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში, სექტემბრის ბოლომდე სულ 5 კონცერტი გაიმართება.
კონცერტი თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა.
ღონისძიებების დროს მოეწყო უფასო გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის.
კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Topnews.com.ge ჯგუფის სოლისტს, ლაშა ნოზაძეს ესაუბრა.

ამინდი