თერჯოლისა და რუჟიენის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თარიღი : 4-05-2016, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლისა და რუჟიენის (ლატვიის რესპუბლიკა) მუნიციპალიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და რუჟიენის მუნიციპალიტეტის მერმა გუნთის გლადკინსკიმ მოაწერეს.
თერჯოლისა და რუჟიენის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: მყარი განვითარება, მეწარმეობა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, სპორტი, ჯანდაცვა, თანამშრომლობა პროექტებსა და ინვესტიციებში.
ლატვიის დელეგაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს. დელეგაციის წევრებმა ისტორიულ-გეოგრაფიული ძეგლები და მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოინახულეს.