Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კულინარიული ფესტივალი ქუთაისში

თარიღი : 4-05-2016, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„გვირილობის“ აღნიშვნამ მუხრანის ტყეში გადაინაცვლა, სადაც იმერეთის რეგიონის თორმეტმა მუნიციპალიტეტმა თავისი კუთხის ტრადიციული კერძები წარმოადგინა.

მრავალფეროვან სამზარეულოსთან ერთად, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლები იმერეთის კუთხეების კულტურასა და ტრადიციებსა გაეცნენ.

სტუმრებთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, ქუთაისს რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც სტუმრობდა.

ღონისძიებაზე დღის განმავლობაში სხვადასხვა ტრადიციული ცეკვა, ასევე, ხალხური და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა,ხოლო ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა მსვლელობა მოეწყვეს.

მუხრანის ტყეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ ინდივიდუალური და მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთებიც იყო გამოფენილი. მათ შორის: თექით დამუშავებული ნამუშევრები, ნახატები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხის ნივთები.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რომელსაც მე პირველად ვესწრები. ძალიან კარგია, როცა ადამიანებს აქვთ საშუალება გაზაფხულის მშვენიერ დღეებში შეიკრიბონ და იზეიმონ გვირილობის დღესასწაული. სიხარული და გამარჯვება მინდა ვუსურვო მთელ საქართველოს და გამორჩეულად კი იმერეთს,“-განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ღონისძიებაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია და გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ქალაქის საკრეებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და დეპუტატები იმყოფებოდნენ.

„დღევანდელი დღე იყო ერთ-ერთი გვირგვინი „გვირილობის“ დღესასწულისა იმდენად, რამდენადაც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა მასში და ყველამ წარმოაჩინა თავისი თავი სამზარეულოთი და თვითშემოქმედებით. ძალიან ლამაზი და მშვენიერი დღე გამოგვივიდა,"--განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ღონისძიებიდან.

http://topnews.com.ge/photo/news/20160504162317.png


http://topnews.com.ge/photo/news/20160504162443.png


http://topnews.com.ge/photo/news/20160504162551.png



მარუსა ხურციძე


ნანახია: 2456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'გვირილობა 2016'-ს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის
ქუთაისში, 'გვირილობის' დღესასწაული სახალხო ზეიმით აღინიშნა.
მუხრანის ტყე-პარკში გამართულ გვირილობის დღესასწაულზე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვეული
გვირილობის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, დღეს მუხრანის ტყეში იმერეთის მუნიციპალიტეტების ღონისძიებები მოეწყო.
მუხნარის ტყეში გასართობი და სპორტული აქტივობები, გამოფენები და თეატრალიზებული წარმოდგენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის
სტუმრებთან შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და

ამინდი