Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

თარიღი : 4-05-2016, 16:03 | კატეგორია: ---   
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოს შუალედურ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო.
პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი ივანე როყვა წარადგინა.

"თავისუფალი დემოკრატების" სახელით სოფელ წყალტუბოს თემში კენჭს ივანე როყვა იყრის, ხოლო "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ნომერი 33 იქნება. ეს არის პირველი არჩევნები, სადაც "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას და ივანე როყვა არის ის ადამიანი, ვინც ღირსეულად წაგვიძღვება მომავალი გამარჯვებებისკენ.. ვანო როყვა ძირძველი წყალტუბოელია, დაბადებული და გაზრდილი ამ ქალაქში, მან რაიონის ყველა პრობლემა და მწვავე საკითხი ზედმიწევნით იცის. ვანო „თავისუფალი დემოკრატების“ უღალატო წევრია, ის პარტიის დაფუძნების დღიდან, 2008 წლიდან, „თავისუფალ დემოკრატებშია“ და ჩვენთან ერთად გაიარა ყველა ბრძოლა ქვეყნის კეთილდღეობისთვის და წინსვლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ვანო როყვა არ დაგპირდებათ იმას რასაც ვერ შეასრულებს და რასაც დაგპირდებათ იმას აუცილებლად შეასრულებს. საქართველოსთვის, ვანო როყვა არამხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძვის, ვანო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ის არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მისი ძლიერი მებრძოლი ხასითი ზუსტად ის არის, რაც სჭირდება დღეს რეგიონს იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოაგვაროს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებს და ხელს უშლის მათ კეთილდღეობას. ვანოსნ ერთად მინდა დაგპირდეთ რომ - თქვენი კეთილდღეობა ჩვენი მიზანი იქნება. ვანოს ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილი, ვანოს ოჯახი სამაგალითო და მისაბაძია ჩემთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვის, ეს არის ქართულ ტრადიციებზე და იმ ფასეულობებზე დაფუძნებული ნამდვილი ქართული ოჯახი, რომელიც უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

წყალტუბოში შუალედური არჩევნები ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სოფელ წყალტუბოს მაჟორიტარი ილო აფხაძე გარდაიცვალა. შუალედური არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 22 მაისს გაიმართება.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში მიმდინარე წლის 22 მაისს ადგილობრივი შუალედური არჩევნები გაიმართება.
სოფელ წყალტუბოში 22 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნული არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წყალტუბოს
'თავისუფალი დემოკრატების' ბრალდებებს 'ქართულ ოცნებაში' პასუხობენ.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი