ზესტაფონში, მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა
თარიღი : 4-05-2016, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები

ზესტაფონში, 2007 წლიდან მოქმედი მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა.
ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოების ფარგლებში, პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება მოხდა, ნარჩენები მოსწორდა და თიხნარი გრუნტით გადაიფარა. ასევე, მდ.ყვირილას მხრიდან ქვანაყარი ბერმა მოეწყო. როგორც შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ აცხადებენ, განხორციელებული სამუშაო, მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხეს გამორიცხავს.
მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილმა დაათვალიერეს.
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის, რომლის ტერიტორია 32 190.00 კვადრატული მეტრია, დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა. ამ დროისათვის,ზესტაფონის ნარჩენს თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს.
შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" მიზანს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირება წარმოადგენს. კომპანიამ უკვე შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და შესაბამისი სტანდარტებით მათი ეტაპობრივი დახურვა დაიწყო.