ქუთაისელი ბიზნესმენი ენერგოკომპანიას დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებს
თარიღი : 4-05-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები

"ენერგო-პრო ჯორჯიასა" და ბიზნესმენ ამბერკი დვალიშვილს შორის დაპირისპირება თვეებია მიმდინარეობს. დავის მიზეზი როგორც ბიზნესმენი ამბობს, გაყალბებული დოკუმენტი გახდა, რომლის საფუძველზეც ენერგოკომპანია ორგანიზაციას 14 000 ლარს ედავება. ამჟამად საქმე გამოძიების პროცესშია. დავის სასურველი შედეგის გარეშე, უსამართლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში კი შ.პ.ს ,,აია“-ს პრეზიდენტი პრემიერისათვის ღია წერილით მიმართვას აპირებს. ბიზნესმენის თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ აღნიშნული დავის გამო ახალი საწარმო- ,,ლუდსახარში დვალიშვილი“ ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. კერძოდ, საწარმო ამ დრომდე ვერ რეგისტრირდება შპს-დ, ვინაიდან ორგანიზაციას არ გააჩნია სათანადო დოკუმენტაცია ენერგოკომპანიიდან,რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს პარტნიორებს შორის წილების გადანაწილება.
მიმდინარე დავასთან დაკავშირებით TOPNEWS.COM.GE ამბერკი დვალიშვილს ესაუბრა.
რა გახდა თქვენსა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის დავის წარმოქმნის მიზეზი?
2015 წლის მარტში, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალში მივიღეთ თანხმობა მიგვეღო 50 კვ ელ.ენერგია. აღნიშნული ელექტრო ენერგია ჭავჭავაძის #8-ში მდებარე ახლი საწარმოს ასამუშავებლად გვესაჭიროებოდა. ჩვენი შეცდომა არის ის, რომ არ გავაფორმეთ ოფიციალური ხელშეკრულება. სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ წამოვიღეთ მხოლოდ ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩავრიცხეთ 50კვ ელ.ენერგიის საფასური-7 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ წარმოებას შუქი თანხის ჩარიცხვიდან 4 თვის შემდეგ მიეწოდა და აღმოჩნდა, რომ გაკეთებული იყო 120 კვ ელ. ენერგია ნაცვლად ჩვენს მიერ მოთხოვნილი 50 კვ ელ. ენერგიისა, რისთვისაც დამატებით ითხოვდნენ კიდევ 7 000 ლარს. "ენერგო-პრო"-ში თავიანთ ქმედებას ასაბუთებდნენ იმით, რომ თითქოს, ეს გაკეთდა ჩვენს მიერ წერილობით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოლაპარაკება იყო სიტყვიერი. მოვითხოვეთ განაცხადის ნახვა. გვაჩვენეს კიდეც რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, აღნიშნული დოკუმენტაცია იყო გაყალბებული. ასევე, ამ გაყალბებულ დოკუმენტშიც ჰქონდათ შეცდომები დაშვებული, რომელი შეცდომებიც ისევ ენერგოკომპანიის საზიანოა. ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში. პროკურატურამ საქმე პოლიციის განყოფილებას გადასცა და დღესაც მიმდინარეობს საქმის ძიება.
რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები თუ გამოძიების შედეგად არ მოხდა იმის დამტკიცება, რაზეც საუბრობთ?
ეს ჩემსა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის პირველი დაპირისპირება არ არის. პირველი დავის დროსაც მართალი ვიყავი და მე ეს დავამტკიცე. ახლაც არ გავჩერდები. ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი სიმართლის დასაცავად. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" პრობლემები შეექმნა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც უნდა, მათ ქმედებებს კი საზოგადოება აღიქვამს როგორც სახელმწიფოს ქმედებას, არადა "ენერგო-პრო ჯორჯია" კერძო ორგანიზაციაა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა კერძო ორგანიზაციის ასეთი თვითნებური ქმედებები აღკვეთოს თუ არა და მისთვისვე იქნება საზიანო. დამნაშავე ყველა ერთია და სათანადოდ უნდა დაისაჯოს თუ არა და გვითხრან, რომ ვერ ვსჯით ან არ ვსჯით-ო.
ვფიქრობ, უკვე დროა ამოიღოს საზოგადოებამ ხმა, რათა კიდევ არ გაიზარდოს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ დაზარალებულთა რიცხვი. ველოდები საქმის დასრულებას ისე, როგორც საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, ღია წერილით მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოვუწოდო დაინტერესდეს საკითხით, რომელიც თანხის თაღლითურად მითვისებას, დოკუმენტაციის გაყალბებას და შესაბამისი ორგანოების არაეფექტურ მუშაობას ეხება,"- აცხადებს შ.პ.ს ,,აია“-ს პრეზიდენტი ამბერკი დვალიშვილი.
თიკო ძოძუაშვილი