ქუთაისის მერია მოქალაქეებს რეაბილიტირებულ მისაღებში მიიღებს
თარიღი : 3-05-2016, 18:55 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა ახალი მისაღები ამოქმედდა. მოქალაქეთა მისაღები მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში განთავსდა, მანამ კი აღნიშნულ ტერიტორიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოქალაქეთა ახალი მისაღები ქალაქის მერიაში მას შემდეგ მოეწყო, რაც მერიას ახალი, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება დაემატა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ახალი განყოფილების შექმნას შტატების ზრდა არ გამოუწვევია.