Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველოს განვითარების ფონდმა' ქუთაისელებს გვირილების თაიგულები დაურიგა

თარიღი : 3-05-2016, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
„პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისმა გვირილობის დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.

ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მოქალაქებს თეთრ ხიდზე გვირილების თაიგულები და მისალოცი ბარათები დაურიგეს. ასევე, "საქართველოს განვითარების ფონდის ოფისის" ტერიტორიაზე ფონდის წევრებმა Street Art-ით ასფალტი მოხატეს და ფრანები გაუშვეს.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყველა ქუთათურს მივულოცო გვირილობის დღესასწაული, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. გვირილობა გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. მან და მისმა გიმნაზიელმა მეგობრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში გვირილების გაყიდვის საქველმოქმედო აქცია მოაწყეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას ტრადიციის სახე მიეცა და მალე ის საერთო სახალხო დღესასწაულში გადაიზარდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა წინაპრების ტრადიციები. გვსურდა, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი თანაქალაქელებისთვის დღესასწაული მიგველოცა,"- აცხადებს პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე.

http://topnews.com.ge/photo/news/20160503181027.png


ნანახია: 1035-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ქუთაისის ოფისმა ქალაქს დედა ენის დღე მიულოცა.
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დღესვე, ბაზრობებზე დასაქმებულ ქალბატონებს ესტუმრნენ და ქალთა დღე მიულოცეს.
პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდი ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე მოსახლეობას სიყვარულის დღეს ულოცავს.
პროგრამა ონლაინ სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდის დანერგვას ითვალისწინებს, რაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ცოდნის
პრემიერ-მინისტრი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
პაატა ბურჭულაძე ქუთაისში მოსახლებას შეხვდა.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ხანდახან 14-დან 16-საათამდე შრომაა საჭირო.
თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია,
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და 49 წუთის განმავლობაში

ამინდი