ქუთაისის მერი: ქუთაისობა თქვენთვის კეთდება და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ
თარიღი : 3-05-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მოქალაქეებს ქუთაისობას ულოცავს. მურღულიას თქმით, ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული კვირეული ეწყობა.
,,მინდა, ყველა ქუთათურს მივულოცო გვირილობის დღესასწაული, რა თქმა უნდა, ასევე ყველა სტუმარს და იმ ადამიანს, ვისაც ქუთაისი უყვარს. ჩვენ აღვნიშნავთ კვირეულს და ის ძალიან ბევრი ღონისძიებით არის დატვირთული, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა გემოვნების ადამიანისათვის არის განკუთვნილი. ალბათ, არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი გემოვნების შესატყვისი ღონისძიება არ ექნება ნაპოვნი. აქ არის ათობით გამოფენა, სპორტული ღონისძიება, გალა კონცერტი, კლასიკური მუსიკის კონცერტი, როკ ფესტივალი, კულინარიის ფესტივალი და ა.შ.
მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ამ დღეებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი წელი არის განსხვავებული და განსაკუთრებული, რადგან უცხოური დელეგაციების ვიზიტი ძალიან მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ ადამიანთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ესენი არიან ელჩები და დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი ქალაქის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმისთვის, ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ქუთაისში ჩამოსული სტუმრების გაათმაგებასა და გაასმაგებას გამოიწვევს,"- აცხადებს შოთა მურღულია.