Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში პროფესიული სასწავლებელი ამოქმედდა

თარიღი : 3-05-2016, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, გამოკითხვები   
topnews.com.ge
ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული სასწავლებლის ახალი კორპუსი შეემატა.

სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათში პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება წლების წინ შეწყდა და ამით ამ მხარის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღდათში აღდგა პროფესიული კოლეჯი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას იგი სრულიად განახლდა, სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღიჭურვის პროცესი დღესაც გრძელდება და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ყველა ობიექტი გაიმართება.

ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალში მსურველები ავტოშემკეთებლის, კალატოზის, დურგლის, მემცენარის, მეფუტკრის, ფერმერის, მკერავის და სხვა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებს შეისწავლიან. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსის ამოქმედება მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, ბაღდათის ახლომდებარე რაიონებისა და სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს პროფესიული განათლების მიღების საშუალება, ხოლო მოსახლეობის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.


ნანახია: 3142-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ჯეჯელავამ შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების თემაზე, ჟურნალისტებისათვის გამართულ ტრენინგზე გაანცხადა, განათლების

ამინდი