Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ მიკვირს, რომ ქუთაისში უაზრობებს ამკვიდრებენ ტრადიციის სახელით',-ჟურნალისტი ქუთაისობაზე

თარიღი : 3-05-2016, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის ყოფილ მერს და პარტია „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს ღია წერილით მიმართვენ. წერილის ავტორი ამერიკაში მცხოვრები ქართველივ ჟურნალისტი მნაუჩარ კაჭახიძეა.

„სავარდო და სამაისო ქუთაისში, "გვირილობას" აღნიშნავენ. ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად მსოფლიოში გამართული აქცია თავს მოახვიეს ქალაქს და თურმე, ისიც უნდა მიხაროდეს, რომ "გვირილობა" ამოირჩიეს და არა სხვა საქველმოქმედო აქცია, თუნდაც "ყინულის წყლის თავზე გადასხმის" მოდა. მაშინაც, როცა 17 წლის ულამაზესი საშა ჩიქოვანი შემოწირულობის სანაცვლოდ "გვირილს" აბნევდა გულზე ქუთათურებს, და ახლაც, ერთი საუკუნის შემდეგ, - გვირილა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარი სიმბოლოა და ყოველი წლის 24 მარტს მსოფლიოს ბევრ ქალაქში დაინახავთ გულზე დაბნეულებს. მე ის კი არ მიკვირს, რომ ჩემს ქალაქში ასეთ უაზრობებს ამკვიდრებენ ტრადიციის სახელით, - არამედ ჭკვიანი ხალხის, ქუთაისის მცოდნე ადამიანების, ჭეშმარიტი ქუთათურების დუმილი ამ სისულელეებისადმი. დიახ, მე თქვენი დუმილიც მაკვირვებს, ბატონო თემურ! გუშინ აღმაშენებლის ხეივანი გაჩეხეს და პალმებით შეგვიფუთეს; მეფეთუბანში მრავალსართულიანი სახლით ნახევარ ქალაქს ბაგრატის მზეს უჩრდილავენ; გიმნაზიის ულამაზესს შენობას "ვენდის" უშენებენ წინ; ქალაქი საეჭვო და უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩებით გაივსო; ხვალ იქნებ ქუთაისს სახელიც გადაარქვან... მე მახსოვს, როცა ჯაჭვის ხიდის აღდგენაზე მუშაობდით, როგორ გადმოიღეთ საუკუნის წინანდელი ფოტოები არქივიდან და როგორი სიზუსტით შემოუნახეთ ისტორია ქალაქს. ეს რომ მახსოვს, და მუხრანის იმ ლექსის სტრიქონებიც ვიცი რომ იცით, ამიტომ მიკვირს თქვენი დუმილი. "პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა, ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, - იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად"...-წერს კაჭახიძე.

თავის ღია წერილს კაჭახიძე "რუსული გვირილობის" 1914 წლის აფიშას ურთავს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160503144814.png



ნანახია: 3393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დიზაინერთა კაბინეტის წევრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და
პრემიერ-მინისტრი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
მიმდინარე წელს, ორ მაისს, 'ქუთაისობის' დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია

ამინდი