გამოფენა-გაყიდვა ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად
თარიღი : 3-05-2016, 11:16 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დიზაინერთა კაბინეტის წევრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად გადაირიცხება.
ცნობისთვის, ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში იმართებოდა. ,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად ათამაSებდნენ.
1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პატარა გოგონა საშა ჩიქოვანი გვირილებს ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლა ყიდდა, შემომწირველებს კი გულზე გვირილას აბნევდა.