"ქუთაისის ფუნქციის ძებნა პოლიტიკოსების პიარ კამპანიებს ვერ გასცდა"
თარიღი : 3-05-2016, 02:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში ქუთაისობის დღესასწაულს, იგივე "გვირილობას" ეხმიანება. მესხის წერს, რომ მის მშობლიურ ქუთაისზე უამრავი სიმღერა და ლექსია დაწერილი და შესაბამისად, მისი რიგითი ფბ პოსტით ქალაქის მეხოტბეებს რეალურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, ამიტომ, როგორც თვითონ ამბობს, ყურადღების გამახვილება ქალაქის პრობლემებზე გადაწყვიტა.
"დავწერ პრობლემებზე, იმაზე, რომ ქალაქი მხოლოდ საოჯახო დღესასწაულებზეა სავსე, იმაზე, რომ უამრავი ახალგაზრდა იქედან გაქცევაზე ფიქრობს, იმაზე, რომ სოციალური უთანასწორობა ყოველთვის თვალშისაცემია, იმაზე, რომ დღემდე ქალაქის „ფუნქციის ძებნა“ პოლიტიკოსების პიარ კამპანიებს ვერ სცდება.
მე გეტყვით რაშია ქუთაისის ფუნქციაც, წარმატების საიდუმლოც, სივარდე და სიმაისეც.
ეს ჩემი ქალაქის მთავარი რესურსი - ქუთაისელები არიან, ქუთაისელები, რომლებმაც 3 ოთარს ძეგლი დაუდგეს, რომლებმაც უბრალოდ კეთილ ფოტოგრაფ ილოს სახელს გაქრობის უფლება არ მისცეს, ვინც სიტყვისა და სიკეთის ფასი იცის და ხვალიდელი დღით ცხოვრობს! ხალხი, რომელიც უამრავი გაჭირვებისა და პრობლემის მიუხედავად გულთბილი და ხალასი იუმორით ცხოვრობს.
ვულოცავ ჩემ საყვარელ ხალხს სახალხო დღესასწაულს. გვირილობას, რომელიც სიკეთის, ქვემოქმედებისა და ზრუნვის დღესასწაულია. ვისურვებდი უფრო მეტ ზრუნვას ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ. ქუთაისელების განათლების, სოციალური და სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებისთვის კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. იმისთვის, რომ ქალაქი მისი მთავარი რესურსისგან არ დაიცალოს... სწორი და ეფექტური პოლიტიკით ყველა მიზანი ადვილად მიიღწევა.
ჩვენი წინაპრები, ხომ იმ დროისთვის დაუმარცხებელ დაავადება ტუბერკულიოზს გვირილებით ებრძოდნენ, დროა ჩვენც დავიწყოთ ბრძოლა, თუნდაც შეუძლებელი და დიდი მიზნებისთვის!," – წერს ლაშა მესხი.