Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მაღალი სიჩქარით მოძრავი მძღოლების მიმართ კანონის გამკაცრებას ითხოვენ

თარიღი : 30-04-2016, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისში, 29 აპრილს მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც დედისა და ორი შვილის სიცოცხლე შეიწირა, სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

შემთხვევა გვიან ღამით, ე.წ ბალახვნის ხიდზე მოხდა, ხოლო შემთხვევის მიზეზი BMW -ს მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოების უმრავლესობა სიჩქარისწ გადაჭარბებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს.

„პირობას ვდებ, მოძრაობის წესების დამრღვევი ყველა მანქანის ნომერს გადავცემ პატრულს და მოვითხოვ უმკაცრესად დასჯას. დღეს შუქნიშანზე სასწაულით გადავრჩი იმიტომ, რომ "მერსედესმა" წინა ავტომობილს გადაასწრო. ცოტა ხნის წინ კი საშინელი ტრაგედია მოხდა ქუთაისში. ყელში ამოვიდა უკვე ამდენი თავხედი მძღოლის მარიაჟობა საჭესთან. ფეხით მოსიარულეებმაც ისწავლეთ სად უნდა იმოძრაოთ თავს რომ დაადებთ და არსად იხედებით. სხვებსაც აუბედურებთ და საკუთარ თავებსაც,“- წერს ჟურნალისტი თორნიკე ხურციძე.

“კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ჯარიმები სიჩარის გადაჭარბებაზე. შემოვიდეს რაღაც რეგულაცია. ქალაქში დაშვებულზე მეტ სიჩქარეზე რაც არის ჯარიმა, ის არ არის საკმარისი. მაგის გარდა, 120-ს ზემოთ, 10- ჯერ მეტი იყოს. რბოლებზე კი საერთოდ მართვის მოწმობის ჩამორთმევა,”-აცხადებს "მოგზაურთა კლუბის" დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი.

„რამდენიმე საათის წინ ქუთაისში, ბალახვნის ხიდზე სწრაფად მიმავალმა მანქანამ, რომელმაც ხიდზევე სცადა წინ მიმავალი მანქანისთვის გასწრება, გზაზე გადამავალი დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა. ბიჭო, ქუთაისს სიგრძე აქვს 17 კილომეტრი, სიგანე -შვიდი, ქუთაისის ყველა ქუჩის ერთად აღებული სიგრძე 300 კილომეტრამდეა. სად გეჩქარება ან რამდენი დრო უნდა მოიგო მაგალითად, 40 კმ/სთ–ს მაგივრად თუ 100 კმ/სთ–თი ივლი? ხომ დააქციე და ამოაგდე ოჯახი?,“-წერს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ამირან ძოწენიძე
„3 წლის წინ, ჩემი ახლად დაბრუნებული მეგობარი ემიგრაციიდან, მონატრებულ საქართველოს ეფერებოდა და ყველგან დადიოდა, სადაც კი ჰყავდა საახლობლო, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს. ერთ დღესაც ვიფიქრე, პატრულს გადავცემ-თქო და იქნებ ჩამოართვან "პრავა" ან მანქანა, მაგრამ ვერ გავბედე.. და მე ამას დღემდე ვნანობ, თუმცა ვიცი რომ აწი არ დავინდობ არავის.. არამარტო დღეს, არამედ მას მერე, ყოველთვის გავბედავ და დავრეკავ საპატრულოში და გადავცემ მანქანას. ეს არაა ,,ნასეტკობა,, ეს ადამიანების სიცოცხლის დაცვაა, სხვა არაფერი..,“-ამბობს ჟურნალისტი სოფიო ბასილაშვილი.

„საღამოს, რომ სახლში მიგყავს ორი შვილი, დაღლილს, სააღდგომო ფუსფუსის წინასწარ წარმოდგენილი სცენარი გიტრიალებს თავში, შენი შვილების სიხარული გიხარია წითელი კვერცხით დაჭახუნებაზე და ამ დროს ვიღაც, BMW-ს მარკის ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობისას შვილებს ჩაგიკლავს ფეხებთან!!! მე დღეს არაფერი აღარ მინდა,“-აცხადებს "ახალაზრდული ცენტრის" დირექტორი ნატალი პატარიძე.

topnews.com.ge გთავაზობთ მასალას არქივიდან, რომელიც სააგენტოზე 2015 წლის ივლისში გამოქვეყნდა.

ექსპერტ დავით მესხიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, მანქანების მაღალი სიჩქარით გადაადგილების შემთხვევები გაიზარდა, საპატრულო პოლიცია კი ამაზე არ რეაგირებს.

„ღერძულა ხაზის გადაკვეთა, ანუ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, საგზაო შემთხევევების უმეტესობის მიზეზია. ამ დარღვევაზე დაწესებული ჯარიმის განახევრებამ და ადმინისტრირების გაუარესებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ავტომობილების მაღალი სიჩქარით გადაადგილება ხშირად დაუსჯელი რჩება. მძღოლების თვითნებობას საპატრულო პოლიცია უყურადღებოდ ტოვებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებს. რატომღაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ სფეროში კანონდარღვევებისადმი ლოიალური უნდა იყოს. ეს კი უკვე იქამდე მიდის, რომ პოლიცია თავად არღვევს კანონს. ეს ავტოავარიების სტატისტიკაშიც გამოიხატება,“ –აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, სიჩქარის გადაჭარბებისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთის მიზეზით მომხდარი ავტოავარიების რიცხვი წინა წლებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი. მესხიშვილი ამბობს, რომ არ მიესალმება კონტროლის ისეთ ფორმებს, როგორიცაა რესტორანში პოლიციის შესვლა და იქ მყოფი ადამიანების მანქანებზე დადევნება, მაგრამ არსებობს ცივილური მეთოდები – ვიდეოკამერები, რომლებიც მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული კანონდარღვების პრევენციისთვის.

საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი ასეთია:

2012 წელს 5359 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 605 ადამიანი, დაშავდა 7734.

2013 წელს 5510 შემთხვევა მოხდა, აქედან დაიღუპა 514, დაშავდა 8045.

2014 წელი – 5992 შემთხვევა, დაიღუპა 511, დაშავდა 8536.

როგორც ვხედავთ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაწესებული ჯარიმების განახევრების შემდეგ, რაც 2014 წლის იანვარში შევიდა ძალაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, ისევე როგორც გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. თუმცა, საბედნიეროდ, დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა.

დავით მესხიშვილი დარწმუნებულია, რომ ავტოავარიების რაოდენობის გაზრდა სწორედ ჯარიმების შემსუბუქებასა და ადმინისტრირების შესუსტებას უკავშირდება.

თუმცა, ადმინისტრირების მხრივ არსებული ოფიციალური სტატისტიკა დაჯარიმებების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს. შემცირდა თუ გაიზარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ამოღებული ჯარიმების მოცულობა ფულად გამოხატულებაში, უცნობია და შსს შესაბამის მონაცემს არ გასცემს.

კერძოდ, 2014 წელს, საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი, რაც 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს.

ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შემთხვევაში უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეო საშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს.

2014 წელს ამოღებულ ჯარიმათა თანხობრივი საერთო ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შსს–მ თავი შეიკავა.

ცნობისთვის – 2014 წლის 1 იანვრიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვისაც, ავტომანქანის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით ჯარიმდება. 200 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდა ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან.

ამასთან, ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დაკისრებული ჯარიმები გამკაცრდა.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 3076-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა.
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საპატრულო პოლიციის მიერ ქვეითად მოსიარულეთა დაჯარიმების შესახებ სტატისტიკურ
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ პროგრამას წარმოადგენენ მსკ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.

ამინდი