რას ამბობს დაკავებული თემურ პატარიძის მამა? /ნახეთ ვიდეო/ [VIDEO]

აჭარის მთავარი კონსტიტუციური დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის თეიმურაზ პატარიძის მამის, იუზა პატარიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით დააკავეს მისი შვილი. ქუთაისში მცხოვრები პატარიძის მამის თქმით, მისი შვილის დაკავების შესახებ მათაც ტელევიზიით შეიტყვეს.
„არაფერი არ ვიცი, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, შემეშვით ყველა,“- ამბობს იუზა პატარიძე.თეიმურა პატარიძე გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა 2008-2012 წლებში, ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა ე.წ. "საარჩევნო კარუსელის" გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.