დედა-შვილის გარდაცვალებაში ბრალდებული მძღოლი პოლიციას ჩაბარდა
თარიღი : 30-04-2016, 02:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისში, ე.წ. ბალახვნის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერლა. ხოლო კიდევ ერთი პირი, რომელიც დედა-შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ქვეითად მოსიარულეების გარდა ის კიდევ ორ ავტომანქანას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.