Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესს პრობლემები აქვს

თარიღი : 28-04-2016, 20:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
ყველაფერი 1 ლარად-ამ წარწერამ ჯერ კიდევ სამი თუ ოთხი წლის წინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა მოსახლეობაში და ახალ, საკმაოდ კრეატიულ ბიზნესსაც ჩაეყარა საფუძველი.

ე.წ ლარიანი მაღაზიები არა მხოლოდ დედაქალაქის ყველა უბანში, არამედ ყველა ქალაქში, მათ შორის ქუთაისშიც ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა. მაღაზიებში ,,ყველაფერი 1 ლარად” იყიდებოდა და კლიენტთა რიცხვიც საკმაოდ დიდი იყო.

მაღაზიებში წარმოდგენილია: ბავშვის სათამაშოები, თმის საჭერები, სამკაულები, სარეცხი საშუალებები, სახლის აქსესუარები, ასევე პარფიუმერია.

კრეატიულ ბიზნესს მალევე მოჰყვა გამოხმაურება და გაჩნდა კითხვებიც რატომ ღირს 1 ლარი ანუ იაფი?

აქ შემდეგი ფსიქოლოგიური მომენტი და ბიზნესის მხრივაც საკმაოდ სწორი გათვლა მოქმედებს. კლიენტი, რომელიც მოხიბლულია ამ მაღაზიის ფასით, იწყებს ფიქრს, რა იყიდოს კიდევ, რადგან თვლის რომ სხვა პროდუქტებიც იაფი იქნება გარე მაღაზიებთან შედარებით. მან შეიძლება შეიძინოს 80 ფურცლიანი რვეული 1 ლარად, მაშინ როცა ეს რვეული გარეთ 0. 80 ლარი ღირს. აქ უკვე გაბათილებულია მაღაზიის ხარჯი. მოგება კი იწყება კიდევ იმ ნივთის აღებით, რაც სავარაუდოდ მაღაზიას 1 ლარზე ნაკლებად აქვს აღებული. თუმცა, რამდენიმე თვის წინ ეს საკმაოდ მომხიბლავი წარწერა "ყველაფერი ერთ ლარად" ახალი მომხმარებლისათვის არც ისე სასიამოვნო წარწერით: "ყველაფერი ერთი ლარიდან" შეიცვალა. მაღაზიების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ნივთების უმეტესობის ფასი მინიმუმ 20 თეთრით არის გაზრდილი და როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, ზოგიერთი მათგანის ფასი თითქმის გაორმაგებულია.
http://topnews.com.ge/photo/news/20160428200934.png


იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge რამდენიმე ობიექტს ესტუმრა და შეეცადა გაერკვია, რა გახდა ფასების მატების მთავარი მიზეზი.

როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, პროდუქცია ირანიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან შემოდის. გარკვეული საქონელი საქართველოშიც იწარმოება. ზოგიერთი მათგანი ფასების მატების მიზეზად თავად ქვეყნების მიერ ძირითადი ღირებულების გაძვირებას ასახელებს, ზოგიერთის თქმით, მთავარი მიზეზი დოლარის კურსის ცვლილებაა. მოვაჭრეები იმასაც აღნიშნავენ, მაღაზიები ხარჯებს ვეღარ ფარავს.

რაც შეეხება მომხმარებლის რაოდენობას, მოვაჭრეები ,,კლიენტების" კლებას უჩივიან და სავარაუდო მიზეზად ფასის მატებას ასახელებენ.

topnews.com.ge აღნიშნული მაღაზიების რამდენიმე მომხმარებელს გაესაუბრა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

,,მიუხედავად იმისა, რომ ფასები გაზრდილია, მირჩევნია, გარკვეული ნივთები მაინც აქ შევიძინო, რადგან სხვა ობიექტებზე არსებულ ფასებთან შედარებით მაინც დაბალია. ვცდილობ, შევიძინო ისეთი ნივთები, რომლებიც ყოველდღიურად არ მჭირდება, რადგან ეს პროდუქცია ხარისხით არ გამოირჩევა. მართალია, აქ კოსმეტიკა საკმაოდ იაფი ღირს, თუმცა ასევე უხარისხობის გამო არასდროს არ ვყიდულობ".

,,იშვიათად ვსტუმრობ ამ მაღაზიებს, რადგან პროდუქციის ხარისხი არ მომწონს. რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, ერთი ნივთის ყიდვისას ასე თუ ისე ვერ ვგრძნობ სხვაობას, რადგან მაინც იაფია, თუმცა რამდენიმე ნივთის შეძენისას უკვე სხვაობა საკმაოდ იგრძნობა".

,,ზოგადად ლარიანი მაღაზიების ხშირი მომხმარებელი ვიყავი, რადგან თითქმის ყველა საჭირო ნივთს ვპოულობდი და რაც მთავარია, ამისთვის მხოლოდ ლარის გადახდა მიწევდა. თუმცა, იმდენად გაიზარდა ფასები, მირჩევნია უკვე სხვაგან ვიყიდო და შედარებით უკეთეს ხარისხში უკვე მინიმალურად განსხვავებული ფასი გადავიხადო."

რაც არ უნდა ითქვას ფასის მატებაზე, კრეატიულ ბიზნესს მომხმარებელი მაინც მრავლად ჰყავს. რაც შეეხება მაღაზიებზე წარწერებს, რამდენიმე მათგანზე უკვე ახალი ,,ყველაფერი ერთი ლარიდან"- აღნიშვნა გამოჩნდა. როგორც რამდენიმე სავაჭრო ობიეტზე განაცხადეს, იმისათვის რომ მომხმარებელს მაღაზიში შესვლისას სიურპრიზი არ დახვდეს, მალევე შეიცვლება სახელი და ყოვლისმომცველი ბიზნესი უკვე ამ სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1794-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება.
დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში ყვავილების გაყიდვა ბიზნესის ახალ სფეროდ იქცა.
ბავშვის ფსიქიკის სწორი განვითარებისთვის, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და გონებრივი შესაძლებლობების ფორმირებისთვის
მეორადი ტანსაცმლის, იგივე second hand-ის შეძენა დღეს ქართველი მომხმარებლისათვის ჩვეეულ მოვლენად იქცა.
ბაქოში ალუჩა საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ალუჩას კოსმიური ფასი ადევს.
არასამათავრობო ორგანიზაცია 'ჯანდაცვის პლატფორმა' ბავშვის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შემდეგ
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ პროგრამას წარმოადგენენ მსკ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.

ამინდი