ქუთაისში აღდგომასთან დაკავშირებით ტრანსპორტი უფასო იქნება
თარიღი : 28-04-2016, 19:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ინიციატივით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქიდან სასაფლაოების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი უფასო იქნება.
ავტობუსები და მიკროავტობუსები წითელი ხიდიდან ქუთაისში მდებარე ყველა სასაფლაოს მიმართულებით იმოძრავებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით საზოგადოებას უფასოდ ორი დღის განმავლობაში მოემსახურება.
აღნიშნული ტრანსპორტი 1-ლ მაისს, კვირას 10:00 საათიდან – 13:00 საათამდე, ხოლო 2 მაისს .ორშაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს.
მარუსა ხურციძე