Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წულაია: ადმინისტრაციულ რესურსს "ნაციონალები" და "ოცნება" ერთნაირად იყენებენ

თარიღი : 26-10-2013, 13:40 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობამ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის მიერ აღმოჩენილი დარღვევები შეაჯამა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, მიმდინარე წელს კანდიდატებს ქალაქში სააგიტაციო მასალების განთავსების საშუალება არ ეძლევათ. ასევე, უცვლელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია და არარსებულ სახლებში ჩაწერილი ამომრჩევლების მონაწილეობა არჩევნებში.
„ამ არჩევნებზე ხმის მიცემის შიში მოიხსნა ადამიანებში და პოლიცია არ არის ჩართული საარჩევნო პროცესში, თუმცა ამ ქალაქში ვერავინ მიხვდება რომ არჩევნებია. ქუთაისის საკრებულომ არ შეცვალა გასულ წელს მიღებული ის დადგენილება, რომელიც ქალაქში სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილებს განსაზღვრავდა. ყველგან აკრძალულია პლაკატების გაკვრა და ისეთი ადგილებია შერჩეული, სადაც კაცი პლაკატს ვერ დაინავს. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ქუთაისის მერიდან 81 კაცია შვებულებაში გასული. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ადამიანები ყურძნის საკრეფად და ჩალის საჭრელად არიან წასული. ესენი ყველა საარჩევნო სამზადისში არიან ჩართული. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, როდესაც კაცი „ქართული ოცნების“ ოფისში მიდიოდა, იქ წერდა განცხადებას და ქუთაისის მერიიდან 200 ლარიან დახმარებას იღებდა. ადმინისტრაციული რესურს „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ერთნაირად იყენებენ. ქუთაისში 200–მდე არარსებულ ბინაში ჩაწერილი ადამიანების ხმებს კი „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს,“ – ამბობს წულაია.
გოგი წულაია ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად „ქართული ოცნების“ წევრის არჩევნებამდე ორი დღით ადრე დანიშვნის საკითხსაც შეეხო და აღნიშნული სკოლის დირექტორებზე ზეწოლად შეაფასა.
„მე მოვუწოდებ ამომრჩევლებს იყვნენ უფრო აქტიურები, რათა ავირციოთ პრეზიდენტი, რომელიც ხალხის წინაშე იქნება ვალდებული და არა გამყალბებლების მიმართ,“ – აცხადებს წულაია.


ნანახია: 2318-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია 'ქართული ოცნების' საარჩევნო შტაბის მიერ ადმინისტრაციული
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად
წუალაია:-"სამჯერ გამოვითხოვე ინფორმაცია და არ მომცეს"
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება იმ ფაქტებზე გაამახვილეს, რაც მათი განცხადებით, მმართველ

ამინდი