8 წლის გოგონას დასახმარებლად ქუთაისში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება
თარიღი : 28-04-2016, 14:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

3 მაისს, 18:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისის მერიაა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტი ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიგეგმა. ბენეფიციარი კი იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის დღის ცენტრში სტუმრობის დროს შეირჩა.
" შესაბამისად, საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ შშმ პირს, 8 წლის მარიამ სოხაძეს გადაეცემა. ქუთაისელი საზოგადოება ამჯერადაც არ დარღვევს საუკუნის წინ დაწყებულ გვირილობის საქველმოქმედო ტრადიციას, რომლის თანახმადაც გიმნაზიელი გოგონების მიერ შეგროვებული თანხა ტუბერკულოზით დაავადებულებს ხმარდებოდა და მარიამის მიმართ განსაკუთრებულ გულისხმიერებას გამოიჩენს," - ნათქვამია განცხადებაში.