'ანიმეს' მოყვარულები ქუთაისიდან

რამდენიმე კვირაა, რაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ანიმეს ხუთშაბათები“ იმართება. ყველაფერი კი 5 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფის „ანიმეწსუ“-სა და ანიმეს მოყვარულების დიდი სურვილითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დაიწყო. ქუთაისელ ანიმეს მოყვარულებს კვირაში ერთხელ, საშუალება ეძლევათ თავიანთ საყვარელ და სიანტერესო ანიმეებს უყურონ და შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად მასზე იმსჯელონ.
ალბათ, ყველამ არ იცის როგორ და სად დაიბადა „ანიმე“ და საერთოდ რას ნიშნავს იგი.
ანიმე იაპონური ანიმაციური ფილმია, რომელიც ანიმაციისგან წარმოიშვა და მისი იაპონური სტილის გამო დაერქვა იაპონური ანიმაცია. იმისთვის, რომ მარტივად წარმოეთქვათ მსოფლიო ანიმაციური ფილმი, იაპონურ ანიმაციურ ფილმს უწოდეს „ანიმეს“.
განსხვავება ანიმეს, დისნეის ან ნებისმიერ სხვა მულტფილმს შორის არის ის, რომ ანიმე არის ღრმად ფილოსოფიური და ის არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი, მასში უმეტესად ისეთი პრობლემებია წამოჭრილი, როგორიცაა მშობლისა და შვილის ურთიერთობა, შშმ პირების პრობლემები, თავისუფლება და ა.შ
„ანიმეს“ ისტორია გასული საუკუნის მიწურულიდან იწყება. პირველი ანიმე „ასტრო ბიჭუნა“ იყო. რეჟისორი მაქსიმალურად ცდილობდა პერსონაჟები დისნეის გმირებისთვის დიდი თვალებითა და თავით მიემსგავსებინა. ეს იყო ამბავი რობოტ ბიჭუნაზე, რომელიც მამამ შვილის გარდაცვალების გამო შექმნა. ამის შემდეგ გამოვიდა „მოჩვენება აბჯარში“, რომელიც გახდა სენსაცია. მას მომავალში არა როგორც ნაბიჯს, არამედ როგორც ნახტომს ისე აფასებენ. აღნიშნული ანიმე ძმებმა ვაჩოვსკებმა აიტაცეს და მის მიხედვით გადაიღეს ფილმი „მატრიცა“.
უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ სად და როგორ ტარდება „ანიმეს ხუთშაბათები“, მის ორგანიზატორს ვეფხვია მხეიძეს გავესაუბრეთ.
რა არის ანიმე?
-რეალურად ანიმე გვაჩვენებს იმას, რაც არის ჩვენში. ყველა ადამიანი განსხვავებულ რაღაცას აღმოაჩენს ხოლმე ანიმეში. რეალურად ყველა ხედავს იმას, რაც მასშია, დეჟავიუს მსგავსად აფიქსირებს მომენტს, რომ მსგავსი მასთანაც ყოფილა. ასე, რომ ანიმე გვეხმარება იმაში, ყველამ განსხვავებულად დავინახოთ დეტალები.
როდის გამოჩნდა საქართველოში ანიმე?
-საქართველოში ანიმეს პოპულარობა დაიწყო „ნარუტოთი“, მერე ქართულ ტელეარხებზე გავიდა ანიმე მოჩვენებების მიერ გატაცებულ გოგონაზე „spirited away” და „ჰოლის მოსიარულე კოშკი“ შემდეგ რომ ვერ ვითმენდით შაბათ-კვირამდე ტელევიზიებში მათ ჩვენებამდე, ანიმეს მოყვარულებმა დავიწყეთ ინტერნეტით ყურება, ამოვწურეთ ნატურო, შემდეგ დავიწყეთ სხვა, ისიც ამოვწურეთ და ასე მოვედით აქამდე.
ქუთაისში რამდენად პოპულარულია ანიმე?
-ანიმეს ჩვენებების იდეა გასულ წელს დაგვებადა. ანიმეს მოყვარულებს მოგვინდა, რომ შეგვექმნა კლუბი, რომელიც აჩვენებდა ანიმეს იმათ, ვინც არ იცოდა რა იყო ეს. სამწუხაროდ, შარშან ეს ვერ მოვახერხეთ და ახლა დავიწყეთ ჩვენებები. უნივერსიტეტის ბაზაზე შევქმენით კლუბი „ანიმეწსუ“ (ანუ ანიმე და აწსუ არის გაერთიაებული), თან რაღაც იაპონურად ჟღერს. რამდენიმე წევრი ვართ და მალე ახალი წევრების მიღებასაც დავიწყებთ. პირველი ჩვენი შეკრება იყო შოკისმომგვრელი იმიტომ, რომ იმდენი ადამიანი მოვიდა ჩვენებაზე, სკამებზე ვეღარ დავეტიეთ. მეორე ჩვენებას გამოცდების პერიოდი დაემთხვა და ბევრი ვერ მოვიდა, თუმცა ადგილები მაინც შეივსო. ეს ჩვენებები სწავლასთან ერთად არ დასრულდება და გაგრძელდება იმათთვის, ვინც ქუთაისში იქნება. გასულ შეხვედრაზე 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ანიმე და 1 საათის განმავლობაში განხილვა-დისკუსია. ნელ-ნელა ესეც საიტერესო ხდება, უფრო გახსნილები ვხვდებით და მსჯელობებიც უფრო მრავალფეროვანია.
რას გეგმავთ ანიმეს მოყვარულები სამომავლოდ?
-ჩვენ გვინდა რომ ეს ანიმეს კლუბი არ იყოს მხოლოდ ანიმესთვის და იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ვუწყობდეთ ხელს. ზაფხულში ღია ცის ქვეშ, უნივერსიტეტის ეზოში კვირეულების მოწყობას ვაპირებთ თავისი განხილვებით. ასევე, მოვაწყობთ „ქოსთფლეის“ საღამოებს ანუ წვეულებებს, რომელზეც ანიმეს მოყვარულები თავიანთი საყვარელი სუპერგმირების სამოსში იქნებიან წარმოდგენილნი. ეს დაიწყება ივლისის ბოლოდან და აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. თან მალე, ყოველი ანიმეს შემდეგ დავამზადებთ ხის სტიკერებს, რაზეც ყოველი ანიმეს დამახასიათებელი სიმბოლო იქნება გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს იეროგლიფი. საერთო ჯამში ამ იეროგლიფებით უნდა აიწყოს წინადადება და ვინც ამ წინადადებას შეკრავს და გამოიცნობს, ის დასაჩუქრდება.
მარუსა ხურციძე