ხარაგაულის გამგეობა დევნილებსა და უკიდურესად გაჭირვებულებს ფულადი თანხით დაეხმარება
თარიღი : 28-04-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნციპალიტეტის გამგეობა მორიგ სოციალურ პროგრამას ახორციელებს.
ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის ნანა კიკნაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დევნილს და უკიდურესად გაჭირვებულს მუნიციპალიტეტი ფულად დახმარებას გაუწევს. პროგრამაში სულ 237 ბენეფიციარი ჩაერთვება, რომლებსაც პირად ანგარიშებზე 30 ლარი ჩაერიცხებათ. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ მიმართულებით 7 110 ლარს დახარჯავს.