ტყიბულში ორი დღით მგზავრობა უფასო იქნება
თარიღი : 28-04-2016, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ტყიბულში, 1-ლ და 2 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქში მგზავრების გადაადგილებას ავტობუსები დილის 8 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უზრუნველყოფენ.