თერჯოლის გამგებელი სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
თარიღი : 28-04-2016, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თეიმურაზ ჯაფარიძემ თითოეული სოფლის წარმომადგენლისგან მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ბარათებით მიწის დამუშავების პროცესი. გამგებელმა ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
თათბირზე თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ფოლკლორის წრის ხელმძღვანელმა მაკა ონიანმა და ცენტრის აღსაზრდელებმა ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „PIN“-ის პროექტის „ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების“ ფარგლებში პრეზენტაცია წარმოადგინეს. ფოლკლორის წრის ხელმძღვანელმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2016 წელს განხორციელებული და ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.